კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლს უკავშირდება

© Sputnik / STRINGERთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის COVID-19-ის სამკურნალოდ საქართველოს კლინიკებში იმყოფება 153 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ქვეყანაში თითქმის ოთხჯერ აღემატება გამოვლენილ შემთხვევებს.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლს უკავშირდება, ხოლო ორი – ინფიცირებულებთან კონტაქტს, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ფოთში სატვირთო ავტომობილების მძღოლების უმეტესობას კორონავირუსი არ დაუდასტურდა>>

ეზუგბაიას თქმით, ტრაილერის მძღოლი კარანტინში იმყოფებოდა.

თვითონ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მქონე ახალი პაციენტები არ არიან. ამჟამად კლინიკაში 32 ადამიანი მკურნალობს. ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და უკვე დატოვა საავადმყოფო.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში ჯანმრთელ ადამიანებს კორონავირუსის ანტისხეულები აღმოუჩინეს

რაც შეეხება სამ მძიმე პაციენტს, მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა.

ეზეგბაიამ აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების მხრივ ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა.

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის თბილისის კლინიკაში 32 ინფიცირებული პაციენტია, აქედან 11 ბავშვია. მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის.

„ბავშვების მდგომარეობა საკმაოდ მსუბუქია ყოველთვის. საბედნიეროდ, ყველა ბავშვის მდგომარეობა მიმდინარეობდა მსუბუქად. უმრავლესობაში გამოხატული იყო პნევმონია, მაგრამ მათი სუბიექტური შეგრძნებები იყო საკმაოდ მსუბუქი. პნევმონია მკურნალობას საკმაოდ კარგად ექვემდებარებოდა ყველა ბავშვის შემთხვევაში და გვყავდა ყველანაირი ასაკის ბავშვი“, – განაცხადა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა.

მისი თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის ხანგრძლივობა 42-43 დღე დაფიქსირდა.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: პაციენტების 78% გამოჯანმრთელდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის მქონე შვიდი პაციენტი იმყოფება, რეანიმაციულ განყოფლებაში ერთი ადამიანია მოთავსებული.

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 16-ით გაიზარდა.

ამჟამად კორონავირუსი დადასტურებული აქვს 738 ადამიანს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 573-ს (77,95%) მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ამ დროისათვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 153 პაციენტი მკურნალობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე სამჯერ და მეტად გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობას. 

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა>>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, გარდაცვალების ბოლო შემთხვევა – 14 მაისს.

ყველა ახალი ამბავი
0