ფოთში სატვირთო ავტომობილების მძღოლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

© photo: Sputnik / Nika Latariaგადამზიდავთა საპროტესტო აქცია ფოთში
გადამზიდავთა საპროტესტო აქცია ფოთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძღოლებმა, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, უკვე დატოვეს ტირ–პარკი. დანარჩენი მძღოლების ტესტის პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ფოთში სატვირთოს 189 მძღოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კიდევ 54 ადამიანის ტესტის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

სატვირთოები - Sputnik საქართველო
ფოთში სატვირთო ავტომობილების მძღოლები თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნას ითხოვენ

გუშინ ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ქართული გადამზიდავი კომპანიებისთვის მოწყობილ ტირ-პარკში მყოფმა სატვირთოს მძღოლებმა თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნის მოთხოვნით აქცია გამართეს.

ლაბორატორიაში სულ მძღოლებისგან აღებული 243 ნიმუში გაიგზავნა.

„ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლები ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ტირ–პარკში იმყოფებიან. მძღოლებმა, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, უკვე დატოვეს ტირ–პარკი. ველოდებით სხვა მძღოლების ტესტის პასუხებსაც და ისინი პასუხების მიღების შემდეგ შეძლებენ ტერიტორიის დატოვებას. სახლებში მათ ადგილობრივი საზოგადოებრივი ცენტრები გააკონტროლებენ“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა მხეიძემ.

ფოთში ტირ–პარკი 17 აპრილიდან ფუნქციონირებს.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა. ამ ეტაპზე საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი მიმდინარეობს.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსი 738 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 573 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ყველა ახალი ამბავი
0