საქართველოს პროფსასწავლებლებში რეგისტრაცია დაიწყო

© Sputnik / Levan Avlabreliპროფსასწავლებელი გლდანში
პროფსასწავლებელი გლდანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოლეჯების ადმინისტრაციები დისტანციურ რეჟიმში სტუდენტების საშემოდგომო მიღებისთვის ემზადებიან, უკვე დაწყებულია შესაბამისი პროგრამების შემუშავება.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოში პროფგანათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო, ნათქვამია მთავრობის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რეგისტრაციის ვადა 10 აგვისტომდე გაგრძელდება. საქართველოს ყველა კერძო და სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი სტუდენტებს 120 პროფესიულ პროგრამაზე მიიღებს. 

სკოლა - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო: საქართველოში სასწავლო პროცესი გრაფიკის მიხედვით დასრულდება

წელს პირველად ცხრა კლასის განათლების მქონე პირები შეძლებენ ათ კოლეჯში სწავლა გააგრძელონ ინტეგრირებულ პროგრამებზე და მიიღონ სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.

შემუშავებულია სოციალურად დაუცველთა ჯგუფს მიკუთვნებული პირების ჩარიცხვის ახალი მოდელი.

პროგრამებზე, რომელზეც კონკურსი არ იქნება, მსურველები ეროვნული ტესტირების გარეშე ჩაირიცხებიან.

რეგისტრაციის გავლისა და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

ბოლო მონაცემებით, პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელმა 2016 წელს შეადგინა 56%, 2017 წელს 60% იყო, 2018 წელს კი - 62%.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება სწრაფად შეძლებს შრომის ბაზარზე ყველაზე მაღალი მოთხოვნის პროფესიებზე კადრების მომზადებას. 

დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო
Microsoft: შთაგონებული ვართ საქართველოს განათლების სამინისტროს უზარმაზარი ძალისხმევით

პანდემიის ფონზე პროფსასწავლების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მარტი–აპრილში დაიწყო სტუდენტების აქტიური მომზადება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა IT პროგრამები, უცხო ენები, ბუღალტერია, სასტუმროებისა და გაყიდვების მარკეტინგი.

კოლეჯების ადმინისტრაციები დისტანციურ რეჟიმში სტუდენტების საშემოდგომო მიღებისთვის ემზადებიან, უკვე დაწყებულია შესაბამისი პროგრამების შემუშავება.

პროფსასწავლებლებში გრძელვადიან პროგრამებზე სტუდენტების მიღება 20 მაისს დაიწყო. იგეგმება 8,7 ათასი ადგილის გამოყოფა. რაც შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო შეჩერდა, ისინი შეზღუდვების მოხსნის მეოთხე ეტაპზე აღდგება.

მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე ამჟამად 137 პროგრამა და 2,5 ათასი ადგილია გამოყოფილი.

სამინისტრომ ასევე ჩამოაყალიბა 17 დარგობრივი ქსელი, ონლაინ–პლატფორმები, რომლებშიც გაერთიანებულია ერთი პროფესიის სასწავლებლები (მაგალითად, სოფლის მეურნეობის ქსელი, ტურიზმის ქსელი, სამშენებლო ქსელი და ა.შ.).

ყველა ახალი ამბავი
0