07:11 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1148)
155 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსი 713 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 475 ადამიანი, გარდაიცვალა – 12

თბილისი, 20 მაისი - Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნული პაციენტი ორი კვირის წინ ტესტზე ზედიზედ ორი უარყოფითი პასუხის შემდეგ გაწერეს და პროტოკოლის თანახმად, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, სწორედ თვითიზოლაციაში ყოფნისას გაკეთებული ტესტი აღმოჩნდა დადებითი. მისი თქმით, საქმე რეინფიცირებასთან არ გვაქვს და კოვიდინფექციას მსგავსი „ქცევა” ახასიათებს.

კერძოდ, სპეციალისტმა განმარტა, რომ კლინიკური სიმპტომების გაქრობისა და PCR ტესტირების უარყოფითი პასუხების შემდეგ, ვირუსი ნარჩენების სახით შესაძლოა დარჩეს მაგალითად საჭმლის მომნელებელ სისტემაში და მკურნალობის დასრულების შემდეგ გაკეთებულ ტესტში სწორედ ეს, არაცოცხალი ვირუსი დაფიქსირდეს.

ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ამ პერიოდში პაციენტი გადამდები არაა და გარშემომყოფთათვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს.

თბილისის ინფექციური კლინიკისთვის ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა, თუმცა, ასეთი ფაქტი სამშაბათს საჩხერეშიც დაფიქსირდა. მამაკაცმა COVID-19 რამდენიმე კვირის წინ დაამარცხა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც სიმპტომები ისევ გამოუვლინდა, მისი ბიოლოგიური ნიმუში კვლევისთვის გაიგზავნა და კვლავ დადებითი პასუხი მიიღეს. 

საქართველოში ახალი კორონავირუსი 713 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 475 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 351 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსით ინფიცირებული რვა პირი სოფელ მუშევანიდან თბილისში გადაიყვანეს >>

21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1148)

მთავარი თემები