02:27 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (869)
225 0 0

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ყველა ნივთს, გარდა საკვები პროდუქტებისა, რომელიც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიწოდებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში, დეზინფექცია ჩაუტარდება

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმრებთან 20 მაისიდან ყველა სახის ამანათების შეგზავნა შესაძლებელი გახდება, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.

20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან ყველა სახის ამანათების შეგზავნა განახლდება, მათ შორის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების და  საკვები პროდუქტების.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების და საფოსტო გზავნილების (გარდა წერილებისა) შეგზავნა აკრძალული იყო.

„ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიწოდებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში, გაივლის დეზინფექციას (გარდა საკვები პროდუქტებისა). სპეციალურად ამ მიზნით, პენიტენციურ სამსახურში შეიქმნა მობილური ჯგუფი, რომელიც ყველა ამანათის შიგთავსს დაამუშავებს საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სპეციალური ხსნარით, რომელიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, - ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

სამსახურის ინფორმაციით, იმის გამო, რომ დეზინფექციის ამ სამუშაოს ჩატარებას გარკვეული დრო სჭირდება, გზავნილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოწოდების მომენტიდან მისი პატიმრისთვის ჩაბარებას ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა.

განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება.

თეა წულუკიანი: ე.წ. მატროსოვის ციხე აღარ იარსებებს >>

უწყების ცნობით, ამანათების შეგზავნის განახლებით პენიტენციურ სისტემაში მოქმედი შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. ათი დღის შემდეგ მთავრობამ ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა. აიკრძალა სამ კაცზე მეტი პირის შეკრება, სავალდებულო გახდა ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა და კომენდანტის საათის დროს სათანადო ნებართვის გარეშე ქუჩაში გასვლა აიკრძალა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (869)

მთავარი თემები