04:30 07 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (942)
137 0 0

მინისტრის განმარტებით, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე, რა ჩინისა და რანგის მოხელეც არ უნდა იყოს, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდება.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnk. საქართველოში პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება აღარ იარსებებს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ე.წ. მატროსოვის ციხიდან ყველა ბრალდებულისა თუ მსჯავდებულის ეტაპირება გუშინ განხორციელდა. მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო მეცხრე პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაცია ჯერ კიდევ შარშან დაიგეგმა.

„რუსთავში, მე-12 და მე-16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტის. მსჯავრდებულები ორ ეტაპად იქნა გადაყვანილი ამ ახალ კორპუსში... უკვე გამოცემულია იუსტიციის მინისტრის ბრძანება მეცხრე დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის განმარტებით, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდება, რომლის ნაწილიც გახდება 1 მაისიდან ე.წ. მატროსოვის ციხე.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს დაწესებულება შეუერთდება №12 დაწესებულებას და საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება. ჩვენ ვთვლით, რომ ყოფილი საჯარო მოხელე თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირი ერთსა და იმავე დაწესებულებაში განთავსდება და 1 მაისიდან პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის ცალკე დაწესებულება უკვე აღარ იარსებებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

სწორედ „მატროსოვის ციხეში“ მოიხადა სასჯელი საქართველოს ექს-პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, ამჟამინდელ პატიმართა შორის კი არიან თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული მდგომარეობა შემოიღეს. განსაკუთრებული პირობების დროს ციხეებში აიკრძალა პაემნები, სანაცვლოდ გაიზარდა სატელეფონო საუბრებზე ლიმიტი.

პრობაციონერებს უფლება აქვთ, პრობაციის ბიუროში სავალდებულო რეგისტრაციისთვის 14 აპრილამდე არ გამოცხადდნენ.

ციხეებში, რომლებშიც ახალი დაკავებულები გადაჰყავთ (ქალთა №5 ციხე, გლდანის №8 ციხე, ქუთაისის №2 ციხე), ბრალდებულთა სამედიცინო გამოკვლევა შენობის ფარგლებს გარეთ, სპეციალურ სამედიცინო პუნქტში მიმდინარეობს. აიკრძალა პატიმრების გაყვანა სასამართლოებში, ყველა სასამართლო პროცესი ონლაინ-რეჟიმში ტარდება. 

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (942)

მთავარი თემები