მარნეულში საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა

გამოწერა
მარნეულის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 22 მარტს გამოცხადდა ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმი 18 მაისიდან გაუქმდა, რაიონში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები აღარ მოქმედებს. 

სატვირთო - Sputnik საქართველო
შეზღუდვები, რომლებიც 18 მაისიდან მოიხსნება

მარნეულის შესასვლელებში მოწყობილი საკონტროლო-გამშვები პუნქტების დემოტაჟი ღამით განხორციელდა. პროცესს ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები ესწრებოდნენ.

მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 22 მარტს გამოცხადდა ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო.

მთავრობის ვებ-გვერდზე StopCov გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ახალი კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 432 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3890, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 357 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა ერთი თვით, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გაგრძელდა. გარდა ამისა, მოქმედებს კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო. კერძოდ, ნებადართული გახდა მსუბუქი ავტომობილების, მათ შორის, ტაქსით გადაადგილება, ინტერნეტ–მაღაზიების (საცალო და საბითუმო) მუშაობა, ნებისმიერი საქონლის მიწოდების სერვისი და ღია ტიპის აგრარული ბაზრების მუშაობა. შემდეგ გაიხსნა მაღაზიების უმეტესობა, აღდგა წარმოებების ფუნქციონირება, მოიხსნა შეზღუდვები ქალაქებს შორის გადაადგილებაზე და ა.შ.

 

ყველა ახალი ამბავი
0