07:06 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1148)
174 0 0

ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს მათ შორის იმ ქალაქებში, სადაც 4-დან 7 მაისის ჩათვლით COVID-19-ით დაავადებულმა მძღოლმა შიდა გადაზიდვები განახორციელა - ზუგდიდში, ფოთში, თბილისში, მარნეულში,  მესტიასა და რუსთავში

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისათვის 47 პირი იმყოფება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციას 192 პირი გადის, ხოლო 920 მოქალაქემ თვითიზოლაცია დაასრულა.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული 59 შემთხვევიდან 3-ის ანალიზი დადებითი აღმოჩნდა და ტრაილერის მძღოლის კლასტერს უკავშირდება.

ზუგდიდში ტრაილერის მძღოლის კლასტერის 21 კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს, მათ შორის 15 არასრულწლოვანია. მათი გადაყვანა საკარანტინო ზონაში მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ინფიცირებული მამაკაცის დედას და ორ შვილს Covid 19 დაუდგინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს მათ შორის იმ ქალაქებში, სადაც 4-დან 7 მაისის ჩათვლით მამაკაცმა შიდა გადაზიდვები განახორციელა.

საქართველოში COVID-19-ის ახალი შემთხვევები ბოლნისს უკავშირდება >>

„ამ პერიოდში ინფიცირებული მძღოლი ზუგდიდში, ფოთში, თბილისში, მარნეულში,  მესტიასა და რუსთავში იმყოფებოდა.  სამივე დადასტურებული შემთხვევა მკურნალობას რუხის კლინიკაში განაგრძობს, ინფიცირებული მძღოლი კი თბილისში გადაიყვანეს",- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევები 18-ით გაიზარდა და 695-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 425 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3822, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 360 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ნიკა ლატარია

თემები:
COVID-19 საქართველოში (1148)

მთავარი თემები