04:53 01 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2249)
107 0 0

შემთხვევების უმრავლესობა დადასტურდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტასა და მუშევანში და ძველი შემთხვევების კონტაქტებია

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. საქართველოში ბოლო ერთ დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან რვა ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, ამის შესახებ განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, კიდევ რვა ახალი შემთხვევა - უკვე ინფიცირებული პაციენტების კონტაქტებია, ხოლო ორი პაციენტი საკარანტინე ზონებიდან არის.

კოორნავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევებიდან ორი არასრულწლოვანია სოფელი მუშევანიდან. პაციენტები გადაიყვანეს ბოჭორიშვილის კლინიკაში ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებსაც COVID-19 ადრე დაუდასტურდა. სწორედ ამ კლინიკაში აუღეს მათ ბიოლოგიური მასალა და დადებითი პასუხი გვიან საღამოს მოვიდა.

ამჟამად სამედიცინო ცენტრებში მკურნალობს 258 პაციენტი, აქედან 31 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

„გუშინდელი მონაცემებით იყო 677 დადასტურებული შემთხვევა. დაგვემატა 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გვყავს 695 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებული იყო – 419, ამ ეტაპზე, მხოლოდ ექვსი დაგვემატა და არის – 425. დღეს დღეობით, ამ მონაცემების შეჯერებით, 258 პაციენტი მკურნალობს COVID-ცენტრებში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, ახალი შემთხვევები დადასტურდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტასა და მუშევანში. ბოლნისში სულ 147 დადასტურებული შემთხვევაა. გაიზარდა ასევე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის უკვე 56 ადამიანს შეადგენს.

გარდა ამისა, ერთი შემთხვევა დადასტურდა მარნეულში, სადაც მკაცრი კარანტინი მოქმედებდა. მარნეულის მერი ზაურ დარგალი აცხადებს, რომ მოქალაქე, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევები 18-ით გაიზარდა და 695-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 425 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3822, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 360 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

                                                  

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2249)

მთავარი თემები