09:11 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1209)
164 0 0

აჭარაში 30 აპრილის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ სამი პაციენტი რჩება

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. ბათუმში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან ხალხმრავლობაა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სანაპიროზე უკვე გამოჩნდნენ მოქალაქეებიც, რომლებიც ზღვაში შესვლას არ ერიდებიან.

კლინიკა „მედალფას“ რეგიონულმა მენეჯერმა, ინფექციონისტმა ლევან ანთაძემ განმარტება გააკეთა,  რამდენად უსაფრთხოა ახლა ზღვაში ბანაობა და რა უნდა გაითვალისწინონ სანაპიროზე გასულმა მოქალაქეებმა.

მისი თქმით, ზღვის წყლით კორონავირუსი არ ვრცელდება, თუმცა მოქალაქეებს დისტანცირებისკენ მოუწოდა.

„ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ზღვაში ბანაობა რაიმე საფრთხის შემცველია. ზღვის წყლით კორონავირუსი არ ვრცელდება“, – განაცხადა ანთაძემ.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემაც განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების მხრივ ზღვის წყალი საშიში არ არის.

„ბევრჯერ ითქვა ეს და ბანაობა სახიფათო არ არის. რეკომენდაციაა, რომ დაიცვან დისტანცია. ჯერ მსოფლიოში გამოცდილება ამ კუთხით ძალიან მწირია, ველოდებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაც იქნება ზღვაზე მოქცევის პროტოკოლი შემუშავებული, რითაც ვიხელმძღვანელებთ, ამ დროისთვის მაინც ვურჩევ მოქალაქეებს, დიდხანს ნუ გაჩერდებიან სანაპიროზე“, – განაცხადა  მიქელაძემ.

აღსანიშნავია, რომ კლინიკა „მედალფაში“ საერთო ჯამში სამი ინფიცირებული რჩება, აქედან ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც ბათუმის მკვიდრია, დღეს თბილისიდან თვითიზოლაციის შემდეგ გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ქობულეთის კლასტერი დახურულია. მათივე ინფორმაციით, 30 აპრილის შემდეგ მუნიციპალიტეტში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 419 ადამიანი, გარდაიცვალა – 12.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1209)

მთავარი თემები