შსს: სოფელ გეტაში მკაცრ საკარანტინო რეჟიმს პოლიცია უზრუნველყოფს

© Sputnik / Alex Shlamovსაცობები გზებზე
საცობები გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. სოფლის შესასვლელ-გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო-გამშვები პუნქტები.

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. ბოლნისის რაიონის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას პოლიცია უზრუნველყოფს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ტესტები - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი: საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას

„უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. შსს-ს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. სოფლის შესასვლელ-გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო-გამშვები პუნქტები.

„პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს ჯანდაცვის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა

გუშინ ბოლნისის რაიონში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სოფელ გეტასთან ერთად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა შექმნილი სოფელ მუშევანშიც. სოფელ გეტაში ვირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მუშევანში კი 7. მუშევანში უსაფრთხოების წესები 25 აპრილიდან გამკაცრდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სხვა 40 დასახლებულ პუნქტში კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინფიცირების ყველა წყარო ცნობილი და კონტაქტები მოძიებულია. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა ის მცხოვრები, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მათ ინფექციისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნებოდათ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავისუსის ახალი შემთხვევების გამოვლენა ეპიდემიოლოგებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მომავალი კვირიდან მედიკოსები მოსახლეობის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებას გეგმავენ.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 393 პაციენტი, გარდაიცვალა 12. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს. კარანტინში იმყოფება 3 873 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 404 პაციენტია.

27 აპრილიდან დაიწყო კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. კერძოდ, ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით გადაადგილება, გაიხსნა ღია ტიპის აგრარული ბაზრები და მაღაზიების დიდი ნაწილი, რომელთაც შესასვლელი ქუჩის მხრიდან აქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0