Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სარფში დაკავებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 639 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 349, კარანტინშია 4600 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 413 პაციენტია.

თბილისი, 12 მაისი - Sputnik. სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში COVID-19 დაუდასტურდა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირი ბრალდებულის სახით მიმდინარე წლის 24 აპრილს სარფში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს და იმავე დღეს პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა

სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსებულ პირს კორონავირუსი დღეს, 12 მაისს დაუდასტურდა. უწყების ცნობით, ბრალდებული კვლავ იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო ნაწილში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. მისი გადაყვანა იგეგმება ე.წ. კოვიდის სამკურნალო კლინიკაში.

უწყების ცნობით, ამავე საკარანტინო ზონის ყველა ბრალდებულს, ასევე მოცემულ კლინიკაში დისლოცირებულ ესკორტის ოფიცრებს და ბრალდებულთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებს დადგენილი წესით ტესტები ჩაუტარდებათ.

„საპატიმროს ნაცვლად პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებულის განთავსება შესაბამისობაშია იმ წესებთან, რომლებიც 2020 წლის 13 მარტიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს. კერძოდ, ე.წ. მიმღებ ციხეებში (N2, N5 და N8 პენიტენციური დაწესებულებები) ახლად მიყვანილი ბრალდებულები ციხის გარეთ სპეციალურად ამისათვის მოწყობილ დროებით სამედიცინო პუნქტში გადიან შემოწმებას და რაიმე საეჭვო სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება მათი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი კორონავირუსით დაინფიცირდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ის ბრალდებულები, რომლებიც კარანტინის რეჟიმში მყოფ მუნიციპალიტეტებში არიან დაკავებული ან შემოსულები არიან უცხოეთიდან, პირდაპირ სამოქალაქო კლინიკაში თავსდებიან 17-დან 21 დღემდე პერიოდით.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 639 ადამიანს დაუდასტურდა, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს, გამოჯანმრთელდა 349, გარდაიცვალა 11 პაციენტი. კარანტინში იმყოფება 4 600, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 413 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0