Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელი ღვანთიკი, კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საკარანტინო ზონად 24 აპრილს გამოცხადდა.

თბილისი, 12 მაისი - Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკისა და კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანთიკი საკარანტინო ზონად 24 აპრილს გამოცხადდა. სოფელში, სადაც 750 კომლი ცხოვრობს, COVID-19-ის 12 შემთხვევა დაფიქსირდა.

მიუხედავად საკარანტინო რეჟიმის მოხსნისა, სოფლის შესასვლელთან ე.წ. სპეციალური გამშვები პუნქტები ისევ დარჩება, სადაც მოსახლეობის თერმოსკრინინგი გაგრძელდება.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ღვანკითში ბლოკ-პოსტები 22 მაისამდე დარჩება.

„სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ღვანკითში უკვე იხსნება შეზღუდვები, აქ აღარ იქნება ე.წ. საკარანტინო ზონა, თუმცა რჩება ბლოკ-პოსტები, სადაც გაგრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი 22 მაისის ჩათვლით, ეს იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად მაინც გვქონდეს იმის საშუალება, რომ პრევენცია მოვახდინოთ“, - განაცხადა შალამბერიძემ. 

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევის წყარო უცნობია

ღვანკითში ხუთი საკონტროლო–გამშვები პუნქტია მოწყობილი. ამ დრომდე სოფლის ყველა შესასვლელ–გამოსასვლელი შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ მკაცრად კონტროლდებოდა,  იკრძალებოდა სოფელში შესვლა და გამოსვლა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 639 ადამიანს დაუდასტურდა, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს, გამოჯანმრთელდა 349, გარდაიცვალა 11 პაციენტი. კარანტინში იმყოფება 4 600, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 413 ადამიანი.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0