03:33 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (307)
70 0 0

შაბათს ქედაში ჩამოწოლილი მეწყრის გამო ბათუმს სამი მუნიციპალიტეტის სოფლები მოწყდა. გზაზე აფეთქებითი სამუშაობი გახდა საჭირო

თბილისი, 10 მაისი - Sputnik. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი გახსნილია, იუწყება პირველი არხი.

ამ ეტაპზე ტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი, თუმცა სამუშაოები გრძელდება, რათა მაგისტრალზე მოძრაობა სრულად აღდგეს.

გზის დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ქედის, კერძოდ, სოფელ დოლოგნის მონაკვეთზე მეწყერი გუშინ გვიან ღამით ჩამოწვა. შედეგად, მთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის მიმართულებით მოძრაობა მთლიანად შეწყდა. გზაზე ჩამოწვა იმხელა ზომის ლოდები, რომ გზის გასაწმენდად აფეთქებითი სამუშაოები გახდა საჭირო.

გზის დაზიანებულ მონაკვეთზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჯგუფები მუშაობენ.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (307)

მთავარი თემები