Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ბერლინიდან ჩარტერული ავიარესით დღეს საქართველოს 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება

CC0 / Pixabay / თვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ჩაკეტა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და შეწყვიტა ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ბერლინი თბილისის მიმართულებით, იუწყება „პირველი არხი“.

აეროპორტი - Sputnik საქართველო
თბილისი-ათენი-თბილისის რეისზე ბილეთების გაყიდვა შეჩერდა-ავიაკომპანია განცხადებას ავრცელებს

კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს უკვე მეოთხე ჩარტერული რეისია ბერლინიდან. რეისით საქართველოში ჩამოვა 180-მდე მგზავრი, მათ შორის ონკოლოგიური პაციენტები, არასრულწლოვნები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ტრანზიტული მგზავრები.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ..

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ერაყიდან ჩარტერული რეისით საქართველოში 70 თანამემამულე დაბრუნდა

8 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19 607 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 10 115 მოქალაქე. „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ამსტერდამიდან 15 მაისს შესრულდება ჩარტერული რეისი ტრანზიტული მგზავრებისათვის, რომლითაც სამშობლოს აშშ-დან დაუბრუნდება სტუდენტები, სამხედროები, ხანდაზმული პირები, ტურისტები და ა.შ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ჩაკეტა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და შეწყვიტა ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0