22:37 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (263)
105 0 0

საქართველოს მთავრობის ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შიდა ტურიზმის გახსნის და იმ სავალდებულო წესების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ტურისტული სექტორი უნდა აკმაყოფილებდეს.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ყველა ის კურორტი, სასტუმრო თუ კვების ობიექტი, რომელიც დანერგავს საერთაშორისო ნორმებს, ტურისტულად აქტიური იქნება, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

დღეს საქართველოს მთავრობის ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ 15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, 1 ივლისიდან კი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

„შიდა ტურიზმის გახსნა სრულიად საქართველოს შეეხება. ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას იყო მკაფიოდ გამოკვეთილი ის კრიტერიუმები, რომელსაც სასტუმროები, კვების ობიექტები, ტურისტული კომპანიები, გიდები უნდა აკმაყოფილებდნენ, რათა მოქალაქეები დაცულები იყვნენ. ყველა ის კურორტი, სასტუმრო თუ კვების ობიექტი, რომელიც დანერგავს საერთაშორისო ნორმებს, ტურისტულად აქტიური იქნება. ჩვენ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობა, ხელს შევუწყობთ კერძო სექტორს ამ ნორმების დანერგვაში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  ე.წ. მწვანე ზონების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ აქ აქცენტი გაკეთდება კორონავირუსისგან თავისუფალ ზონებზე, რომლის გამოცდილებაც უკვე ძალიან ბევრ სასტუმროს დაუგროვდა,  რომლებიც ორი თვეა, საკარანტინო სივრცეების ფორმატში იმყოფება. შემუშავდება გაიდლაინები კურორტებისთვის, სარესტორნო ბიზნესისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, გიდებისთვის, განთავსების ობიექტებისთვის.

„შესაძლებელია, იყოს მკაცრი ზომები, თუმცა ეს სიმკაცრე ყველას გადაგვაზღვევს, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო მოგზაურებსაც“, – აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წელს ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან, გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს საშემოსავლო გადასახადიც ცხრა  თვით გადაუვადდებათ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. 21 მაისამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. 27 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (263)

მთავარი თემები