09:14 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1209)
76 0 0

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში 12 აპრილიდან მოქმედებს საკარანტინო რეჟიმი. პირველი კოვიდ-ინფექციის შემთხვევა კი 6 აპრილს დაფიქსირდა.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ქობულეთში ხვალიდან შეზღუდვების მოხსნასა და შერბილებაზე მუშაობა დაიწყება, რადგან რამდენიმე დღეა, რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება, განუცხადა ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში 12 აპრილიდან მოქმედებს საკარანტინო რეჟიმი. კორონავირუსის პირველი შემთხვევა კი 6 აპრილიდან არის დაფიქსირებული.

მირიან ქათამაძის თქმით, ამ პერიოდში 572 პირი იქნა დადგენილი კონტაქტების სახით და იზოლირებული შესაბამისი სამსახურების მიერ, გაკეთებულია 520 ტესტი. COVID-19-ის ინფექციის დროული გამოვლენის და პრევენციის თვალსაზრისით 33 788 პირს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, მათგან 32 საეჭვო შემთხვევა იყო გამოვლენილი და 32-ვე გაიტესტა, საბედნიეროდ, ყველა იყო უარყოფითი.

„არსებული სიტუაცია და გაწეული სამუშაო, რომელიც ეპიდემიოლოგების ჯგუფმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მერიის სამსახურებთან ერთად გასწიეს, გვაძლევს საფუძველს, რომ დღეისათვის ჩვენ დავიწყოთ საკმაოდ აქტიური მსჯელობა და მუშაობა შეზღუდვების მოხსნაზე და შერბილებაზე, რომელიც დაიწყება ხვალიდან. მოგეხსენებათ, რომ მეორე საინკუბაციო პერიოდი მთავრდება ამ ზონაში არსებული სოფლებისთვის. რამდენიმე დღეა აღარ გვაქვს ახალი შემთხვევა როგორც აჭარის რეგიონში, ისე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ ვიმუშაოთ შეზღუდვების მოხსნასა და შერბილებაზე“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

1 ივლისიდან საქართველო საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს >>

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 27 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1209)

მთავარი თემები