07:18 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1148)
115 0 0

საგარეჯოში ექთანი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, პარალელურად ბოჭორიშვილის კლინიკის სარეზერვო თანამშრომელია.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს, რომელიც ამავდროულად ბოჭორიშვილის კლინიკის სარეზერვო ექთანია, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

როგორც ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, ტესტირება კორონავირუსთან დაკავშირებით მედიკოსს სწორედ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ ჩაუტარდა და COVID-19 იქ დაუდასტურდა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ისინი სარეზერვო თანამშრომელთან დაკავშირებით, რომელიც, მათივე განმარტებით, ბოჭორიშვილის კლინიკაში იშვიათად მიდიოდა, კომენტარს ვერ გააკეთებენ.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსი 615 ადამიანს გამოუვლინდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5002, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 485 პაციენტია. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1148)

მთავარი თემები