Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდა

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის პირობებში რისკის ჯგუფებში პირველ რიგში 70 წელს გადაცილებული ადამიანები შედიან.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის 92 ბენეფიციარსა და თანამშრომელს COVID-19-ზე PCR ტესტირება ჩაუტარდა. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც მივიდა, რომელიც პანსიონატის ბენეფიციარებს შეხვდა. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

ტესტი - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსისგან 275 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ჯანდაცვის მინისტრმა თავშესაფრებში ტესტირების დაწყება გასულ კვირაში დააანონსა.

„მინდა მადლობა გადავუხადო აქ მომუშავე პროფესიონალებს და პერსონალს, რომლებიც ძალიან კარგად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. ისინი უკვე 34 დღის განმავლობაში იმყოფებიან კარანტინში და უვლიან ჩვენს მოხუცებულებს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში მინისტრთან ერთად მისი მოადგილე თამილა ბარკალაიაც იმყოფებოდა.

დედაქალაქის გარდა პროცედურა უკვე ჩატარდა იმერეთსა და გურიაში, სადაც 62 პირი გაიტესტა. თავშესაფრების ტესტირება ერთ კვირაში დასრულდება.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსი 615 ადამიანს გამოუვლინდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5002, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 485 პაციენტია. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0