Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში კორონავირუსის სამკურნალოდ პლაზმაფერეზი პირველად გამოიყენეს

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენება განსაკუთრებით მძიმე პაციენტების შემთხვევაშია მიზანშეწონილი.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის მქონე პაციენტების სამკურნალოდ პირველად გამოიყენეს პლაზმაფერეზი, ამის შესახებ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

პლაზმაფერეზი ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც გამოიყენება COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმა.

პროცედურის გამოყენება მოთხრობილია ერთ-ერთი პაციენტის მაგალითზე, რომელიც საავადმყოფოში კრონავირუსის დიაგნოზით 1 აპრილს მოათავსეს. 60 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა ტემპერატურა, კუნთების სისუსტე, ყელის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, ორმხრივი ფილტვების ანთება და რიგი სერიოზული გადახრები ლაბორატორიული კვლევებით. 

მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია

პაციენტს მკურნალობდნენ „პლაქვენილით“, ანტიბიოტიკებით, „ფრაკსიპარინით“ და სხვა პრეპარატებით. თუმცა, მკურნალობის პროცესში ხანმოკლე გაუმჯობესების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა. მას კვლავ აღენიშნებოდა ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა და სხვა სიმპტომები. ვითარების გაანალიზების შემდეგ ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პაციენტის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ე.წ. „ციტოკინური შტორმი“ იყო.

13 აპრილს პაციენტს პლაზმაფერეზის პროცედურა ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა როგორც კლინიკური, ისე ლაბორატორიული მაჩვენებლებით. თუმცა, მდგომარეობის სრულად ნორმალიზება ვერ მოხერხდა. 18 აპრილს პლაზმაფერეზის მეორე პროცედურა ჩატარდა, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 26 აპრილს მას კლინიკური სიმპტომები აღარ აღენიშნებოდა. 1–2 მაისს პაციენტს კორონავირუსზე განმეორებითი ტესტები ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითი იყო. პაციენტი საავადმყოფოდან ჯანმრთელი გაეწერა.

„აღნიშნული შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება COVID-19-ით დაავადებული პაციენტის სამკურნალოდ. ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ პლაზმაფერეზი, შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ, მაგრამ მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 275, გარდაიცვალა 9 პაციენტი. კარანტინში იმყოფება 4 948 ადამიანი. სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 491 პირია.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0