მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია
„კორონავირუსისგან კიდევ ექვსი ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში ვირუსისგან 275 ადამიანია გამოჯანმრთელებული. გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა უახლოვდება სტაციონარში მკურნალობაზე მყოფი ადამიანების რაოდენობას. საქართველოში გამოვლენილი ხუთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია. სამი აქედან საკარანტინო სივრციდაანაა, გრძელდება მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. ძირითადად გვყავს საშუალო და მძიმე პაციენტები“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფო გუშინ ოთხმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, ჯამში კი საავადმყოფოს 79 განკურნებული პაციენტი ჰყავს.