Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში ღია ტიპის რესტორნები შეიძლება დაგეგმილზე ადრე გაიხსნას

გამოწერა
სილამაზის სალონებთან დაკავშირებით მსგავსი ვარაუდების გაკეთება რთულია, რადგან სილამაზის სალონები უფრო მეტად რისკის შემცველია, ამიტომაც მათ გახსნასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ღია ტიპის რესტორნების ნაწილმა საქმიანობა შეიძლება დაგეგმილ დროზე ადრე განაახლოს, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე. 

სილამაზის სალონი - Sputnik საქართველო
სილამაზის სალონების მომსახურება, სავარაუდოდ, გაძვირდება

მისი სიტყვებით, სილამაზის სალონებთან დაკავშირებით მსგავსი ვარაუდების გაკეთება რთულია, რადგან სილამაზის სალონები უფრო მეტად რისკის შემცველია, ამიტომაც მათ გახსნასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

„საკითხი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით და სპეციალისტების რჩევების შესაბამისად გადაწყდება. შეზღუდვების ხანგრძლივი ვადით არსებობა ჩვენი თვითმიზანი არ არის. გვესმის, ყოველივე ეს რამდენად მოქმედებს ეკონომიკაზე, ამიტომაც როგორც კი სიტუაცია საშუალებას მოგვცემს, ისინი მოიხსნება. ეს შეიძლება დროზე ადრე მოხდეს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის სიტყვებით, ყველა ობიექტი ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ისინი შეასრულებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეკომენდაციებს – სამუშაო ადგილებზე პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ა.შ.

„რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები მათ პერიოდულად შეამოწმებენ, თუ რამდენად იცავენ ეს ობიექტები სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება კომენდანტის საათს, მეზვრიშვილის აზრით, იგი მობილობის შემცირების ბერკეტია. მისი სიტყვებით, კომენდანტის საათის დაწესებით შესაძლებელი გახდა საღამოს საათებში ადამიანების გადაადგილების შემცირება. ადამიანები სწორედ საღამოს საათებში ეკონტაქტებიან ნაცნობ-მეგობრებს, სტუმრად დადიან ნათესავებთან, რაც პანდემიის პირობებში დაუშვებელია. 

კლინიკა - Sputnik საქართველო
სამშაბათიდან შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი იწყება

„კომენდანტის საათის შემოღების მიზანი იყო სოციალური დისტანციის გაზრდა, კომუნიკაციის მაქსიმალურად თავიდან აცილება, რადგან იმ პირობებში, როდესაც ბარები, კაფეები, რესტორნები დახურულია, ასეთი ტიპის აქტივობები, როგორც წესი, ინაცვლებს ოჯახებში, სადაც სოციალური დისტანციის კონტროლი და შესაბამისი წესების დაცვა გაცილებით რთულია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

5 მაისიდან საქართველოს მთავრობის გეგმით გათვალისწინებული ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი დაიწყო.

როგორც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, სამშაბათიდან ნებადართული იქნება ყველა სახის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, ავტოსერვისების და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა და ქუთაისსა და ბათუმში შესვლა–გამოსვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

ამასთან, სამშენებლო მასალების გაყიდვა ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ ვარიანტით არის შესაძლებელი.

მიუხედავად ბათუმსა და ქუთაისში შესვლა–გამოსვლაზე შეზღუდვების მოხსნისა, ამ ქალაქებში კომენდანტის საათის მოქმედება გრძელდება, მოქალაქეებს სპეცნებართვის გარეშე ეკრძალებათ ქუჩაში გასვლა 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

თითოეულმა ობიექტმა, რომლის საქმიანობაც ნებადართულია, უნდა დაიცვას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. საუბარია სამედიცინო პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების ხელმისაწვდომობაზე. 

ტესტები - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდგინდა

კორონავირუსის ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესისთვის შეზღუდვები 31 მარტიდან აამოქმედა და საწარმოების კონკრეტული სია გამოაქვეყნა, რომელთაც მუშაობის უფლება შეუნარჩუნდათ. მოგვიანებით სიის გაფართოების გადაწყვეტილება იქნა მიღებული მათთვის, ვინც დაადასტურებდა, რომ იცავს ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. 

27 აპრილიდან კორონავირუსის საფრთხის გამო შემოღებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო. ნებადართულია მსუბუქი ავტომობილების, მათ შორის, ტაქსების გადაადგილება, ინტერნეტ–მაღაზიების (საცალო და საბითუმო) მუშაობა, ნებისმიერი პროდუქციის მიტანის სერვისი და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა.

ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის პროცესის ფარგლებში კომპანიები, რომელთაც საქმიანობის აღდგენის სურვილი აქვთ, 29 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე რეგისტრირდებიან და სპეციალურ ფორმას ავსებენ. შრომის ინსპექციისა და ზედამხედველობის სამსახურის და ასევე მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მონიტორინგს გაუწევენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში კომპანიების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების წესების შესრულებას.

მთავრობა კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ექვს ეტაპად აპირებს. ამავე დროს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაუქმებული შეზღუდვების ხელმეორედ დაწესება, ასევე მომდევნო ეტაპის ვადების გადახედვა. 

ყველა ახალი ამბავი
0