Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ქართული აპლიკაციით Stop Covid ფრანგული მასმედია დაინტერესდა

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიმობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით გავრცელებული ინოვაციური პროგრამა შექმნილია კორონავირუსის ადრეული გამოვლენისა და მისი გავრცელების აღკვეთის მიზნით.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ფრანგულმა გამოცემამ საქართველოში გავრცელებულ მობილურ აპლიკაციაზე Stop Covid, რომელიც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგაა მიმართული, სტატია გამოაქვეყნა, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აპლიკაციისადმი ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც საფრანგეთში ანალოგიური მობილური აპლიკაციის ამოქმედება დააანონსეს.

როგორც გამოცემა Zdnet.fr იუწყება, აპლიკაცია Stop Covid საქართველოს მოქალაქეებისთვის ავსტრიულ საზოგადოებრივი ორგანიზაცია Novid20-ისა და Dolphin Technologies-ის თანამშრომლობით შეიქმნა. იგი მუშაობს იმავე პრინციპით, რაც ფრანგული აპლიკაცია – თითოეულ მომხმარებელს ანიჭებს უნიკალურ იდენტიფიკატორს და ინფორმაციას დაშიფრული სახით ინახავს მათივე მობილურ ტელეფონში. 

მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
STOP COVID: აპლიკაცია 150 ათასზე მეტმა მომხმარებელმა გადმოიწერა

თუმცა, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ფრანგულისგან განსხვავებით ქართული Stop Covid აპლიკაციის მომხმარებლებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, როდის და რა ინფორმაცია გასცენ. ფრანგებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია 11 მაისიდან გახდება ხელმისაწვდომი.

გამოცემა ასევე აქვეყნებს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას აპლიკაციასთან დაკავშირებით.

„აპლიკაცია არის ძალიან ზუსტი და მარტივი გამოსაყენებლად, იგი უფრო სწრაფ რეაგირებაში დაგვეხმარება. ჩვენ გვსურს პაციენტებს შევთავაზოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი სამედიცინო პრაქტიკა და, შესაბამისად, დაავადებას ყველა ხელმისაწვდომი საშუალებებით ვებრძოლოთ“, – ციტირებს Zdnet.fr მინისტრის სიტყვებს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით გავრცელებული ინოვაციური პროგრამა შექმნილია კორონავირუსის ადრეული გამოვლენისა და მისი გავრცელების აღკვეთის მიზნით. კერძოდ, აპლიკაცია საშუალებას იძლევა, შეაჩეროს ვირუსის გავრცელება იმ პირების დროული ინფორმირების მეშვეობით, რომლებსაც, შესაძლოა, კონტაქტი ჰქონოდათ პირებთან, რომელთაც დადასტურებული კორონავირუსი აქვთ.
პროგრამის გადმოსაწერად iOS-ის მომხმარებელმა App Store-ის საძიებო სისტემაში უნდა ჩაწეროს STOP COVID, ხოლო ანდროიდის მომხმარებელმა ის Google Play-დან უნდა გადმოწეროს სახელწოდებით NOVID20.

ბმულები აპლიკაციის გადმოწერისთვის განთავსებულია ასევე ვებ-გვერდებზე www.moh.ge და www.stopcov.ge.

ყველა ახალი ამბავი
0