Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ბათუმის და ქუთაისის შესასვლელებში ბლოკპოსტები შენარჩუნდება

© photo : Irakli Garibashvili / FBსამხედროები ბლოკპოსტზე
სამხედროები ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის და ქუთაისის შესასვლელებში ბლოკპოსტებზე გაკონტროლდება კომენდანტის საათის დაცვა, ასევე გაგრძელდება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ბათუმისა და ქუთაისის შესასვლელ-გამოსასვლელებში გამშვები პუნქტები მუშაობას გააგრძელებს, განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ კახა ბუხრაძემ.

გამშვებ პუნქტებზე გაკონტროლდება კომენდანტის საათის დაცვა, ასევე გაგრძელდება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი.

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა 5 მაისიდან მოიხსნება

„ადგილზე რჩება გამშვები პუნქტების საგუშაგოები, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად გააკონტროლებს კომენდანტის საათს, ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაადგილებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა ბუხრაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 5 მაისიდან იხსნება ბათუმი და ქუთაისი - ახლა მოქალაქეებს ქალაქებს შორის გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ. თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გასვლა 15 აპრილიდან აიკრძალა.

ყველა ახალი ამბავი
0