Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა 5 მაისიდან მოიხსნება

© Sputnik / Alex Shlamovბლოკპოსტი
ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილიდან ოთხ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლა აიკრძალა.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვები ხვალიდან, 5 მაისიდან მოიხსნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოთხ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლა 15 აპრილიდან ათი დღის ვადით აიკრძალა. შემდეგ ეს ვადა გახანგრძლივდა. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ხვალიდან სამშენებლო კომპანიები მუშაობის განახლებას შეძლებენ

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ ეტაპზე თბილისი და რუსთავი ჩაკეტილ ქალაქებად დარჩება. თუმცა, იგი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ ქალაქებშიც კვირის ბოლოსთვის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნას.

„ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში თბილისთან და რუსთავთან დაკავშირებითაც იქნება მიღებული. ეს პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია უახლოეს რაიონებში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან. იმედი ვიქონიოთ, რომ საკითხი კვირის ბოლოსთვის დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, გახარიას განცხადებით, 5 მაისიდან მუშაობის განახლება შეუძლიათ სამშენებლო და ავტოსარემონტო კომპანიებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 27 აპრილს დაიწყო. შეზღუდვები მოიხსნა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე, ამუშავდა ინტერნეტ–მაღაზიები და ღია აგრარული ბაზრები. 

მთავრობა კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ექვს ეტაპად აპირებს. შემდეგი ეტაპები, სავარაუდოდ, ორკვირიანი ინტერვალით განხორციელდება. ამავე დროს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაუქმებული შეზღუდვების ხელმეორედ დაწესება, ასევე მომდევნო ეტაპის ვადების გადახედვა.

ყველა ახალი ამბავი
0