03:24 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (247)
319 0 0

განათლების სამინისტრომ მოამზადა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც მოიცავს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებს.

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა „ტელესკოლის“ გაკვეთილები პირველი არხის ვებგვერდზე და YouTube-არხზე – 700 000-ზე მეტმა, მოჰყავს პირველ არხს ერთი თვის მონაცემები.

აღნიშნულია, რომ პროექტის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ტელეგაკვეთილებს სულ უფრო მეტი ადამიანი უყურებს.

„ტელესკოლამ“ სტარტი 30 მარტს აიღო. პროექტი ტელევიზიის ეთერში მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს. პროექტი განათლების სამინისტრომ მოამზადა, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში სწავლა შეჩერდა, ინტერნეტით დისტანციურ სწავლებაზე კი, სამწუხაროდ, ყველას არ მიუწვდება ხელი. განათლების სამინისტრომ მოამზადა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც მოიცავს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებს.

პროექტ „ტელესკოლისთვის“ სპეციალურად შეირჩნენ პედაგოგები როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებიდან.

გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილია სურდოთარგმანით.

გარდა ამისა, პირველ არხზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია), BBC-ს დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც მასწავლებლები სასწავლო პროგრამაში იყენებენ. აგრეთვე, არის სპორტის, სიმღერის, ხატვის და ცეკვის გაკვეთილები.

თემები:
განათლება საქართველოში (247)

მთავარი თემები