02:32 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1126)
204 0 0

ქალს უამრავი კონტაქტი ჰქონდა და მასთან კონტაქტში მყოფი პირები რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. მიმდინარეობს გაღრმავებული კვლევები

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევის შემდეგ წყალტუბოს სათნოების სახლის 180 ბენეფიციარის გამოკვლევა მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სპეციალისტებმა ანტისხეულებით ჩატარებულ ტესტზე სავარაუდო დადებითი პასუხი მიიღეს შუა ხნის ქალბატონის ანალიზზე, რომელიც წყალტუბოს სათნოების სახლის საკვებით სარგებლობდა. მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. ეს არის შუახნის მამაკაცი, რომელიც წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია და ქუთაისის კლინიკაში 28 აპრილს შეიყვანეს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მიმდინარეობს წყალტუბოს სათნოების სახლის ინფიცირებული ბენეფიციარის კონტაქტების კვლევა. მათი უმეტესობა ხანდაზმულია.

თუმცა, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ვითარება სრულად კონტროლდება და ამ ეტაპზე ზომების გამკაცრების საჭიროება არ დგას.

„წყალტუბოში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო, სტანდარტულად ვიკვლევთ ინფიცირებული ქალის კონტაქტებს. სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი და ზომების გამკაცრების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას. ქალბატონის კონტაქტები, სამწუხაროდ, არის მასშტაბური და ყველა ის პირი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა მასთან, პოტენციური რისკის ქვეშაა“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ადგილზე ეპიდემიოლოგებს ელოდებიან, რათა დაიწყოს დეზინფექცია და მოქალაქეების გამოკვლევა. საბოლოო პასუხისთვის ანალიზი ლუგარში გაიგზავნა.

„ეს ქალბატონი არის ერთ-ერთი შემთხვევის კონტაქტი, წყალტუბოელია. მას აქვს სხვადასხვა კონტაქტები, რომელთა შესწავლის პროცესში ვართ და შესაბამისად ვიკვლევთ ყველა მის კონტაქტს. ანალოგიური ღონისძიებები მასშტაბურად უკვე დაგეგმილი გვაქვს", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგაძემ.

კორონავირუსი აშშ-ში, იტალიაში და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 3 მაისისათვის >>

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ახალ ალგორითმზე დაყრდნობით, ტესტირება უტარდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავშესაფრების, მოხუცებულთა სახლების ბენეფიციარებს, ასევე სატრანზიტო ავტომობილების მძღოლებს, რადგანაც ისინი რისკ-ჯგუფში შედიან.

ამ დროისთვის კორონავირუსი დაუდასტურდა 589 ადამიანს. გარდაიცვალა 9 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 221. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5260, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 553 პაციენტია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1126)

მთავარი თემები