02:44 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1126)
61510

საქართველოს დედაქალაქის კლინიკებში კორონავირუსულ ინფექციას COVID-19-ს საერთო ჯამში 228 პაციენტი ებრძვის

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. თბილისის კლინიკებში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ არის კრიტიკული შემთხვევებიც, განუცხადეს ჟურნალისტებს მედიკოსებმა.

მარნეულის სასწრაფო დახმარების რვა თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა >>

დღეისათვის კოვიდინფიცირებულებს თბილისში ოთხი კლინიკა იღებს: ინფექციური საავადმყოფო, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ბოჭორიშვილის კლინიკა და რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო. ოთხივე დაწესებულება ყოველდღიურად COVID-19-ის მქონე პაციენტების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აბარებს.

„ჩვენს კლინიკას დაემატა 7 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამ 7-დან 1 არის მძიმე, კრიტიკული მდგომარეობით, ეს არის ასაკოვანი პირი, რომელსაც თანარსებული დაავადებაც აქვს, რისკის მატარებელი პაციენტია... ჯამში 47 პაციენტი გვყავს, მათგან 1 კრიტიკულია, 5 არის მძიმე პნევმონიით”, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

დადებითი დინამიკა აღენიშნება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტებშიც.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 90 პაციენტი, აქედან 76 გვყავს კოვიდინფიცირებული შემთხვევა. გუშინ მივიღეთ 4 ახალი შემთხვევა, ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, ამ პაციენტებთან, არც ერთთან არ ვლინდება არანაირი პათოლოგიური ცვლილებები, როგორც ინსტრუმენტული, ასევე ლაბორატორიული მონაცემებით. რაც შეეხებათ პაციენტებს, რომლებიც გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში, ასეთი 7 პაციენტია, აქედან 3 სპონტანურ სუნთქვაზე, 4 კი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 44 პაციენტი მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში აგრძელებს.

„გუშინ და გუშინწინ კლინიკა დატოვა კიდევ ათმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის 17. რაც შეეხება დანარჩენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობას აგრძელებენ, არცერთი მათგანის მდგომარეობა არ არის მძიმე და კრიტიკული. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა, ვისაც დადგენილი აქვს პნევმონია, შეიძლება შევაფასოთ საშუალო სიმძიმით“, - განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ.

რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკას, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული 61 პაციენტი მკურნალობს, დღეს მას სამი პაციენტი დატოვებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 582-ს აღწევს. აქედან გამოჯანმრთელდა 207 ადამიანი, რვა პაციენტი გარდაიცვალა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1126)

მთავარი თემები