Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში დღეიდან შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო

გამოწერა
შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ვრცელდება მთელ ქვეყანაზე, გარდა მკაცრი კარანტინის ზონებად გამოცხადებული დასახლებებისა.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყო კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი.

კერძოდ, ორშაბათიდან ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით გადაადგილება, ინტერნეტ–მაღაზიების (საცალო და საბითუმო) ვაჭრობა, ნებისმიერი ნივთის მიტანა და ღია ტიპის აგრარული ბაზრების მუშაობა.

მანქანები ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
როგორ შეძლებს მოსახლეობა დიდი ქალაქებიდან გასვლას: განრიგი და პირობები

შეზღუდვები მოიხსნება მთელ ქვეყანაში, გარდა მკაცრი კარანტინის ზონებად გამოცხადებული დასახლებებისა.

ამას გარდა, ორი დღით, 27 და 28 აპრილს, გამონაკლისის სახით, ნებადართულია ქალაქებში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა მხოლოდ მათთვის, ვინც ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე ბრუნდება. ამ ქალაქებში შესვლა და გამოსვლა საგანგებო რეჟიმის მოქმედების ვადით 15 აპრილს აიკრძალა.

„ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ, იურიდიულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, მოქმედი რეგულაციის მიხედვით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის ძალაში რჩება კომენდანტის საათის მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე“, – განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

დისტანციური მუშაობის რეჟიმი - Sputnik საქართველო
გახარია: ქვეყანაში მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმა

მთავრობა კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ექვს ეტაპად აპირებს. ამავე დროს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაუქმებული შეზღუდვების ხელმეორედ დაწესება, ასევე მომდევნო ეტაპის ვადების გადახედვა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის მოსახლეობისთვის რიგი შეზღუდვები ამოქმედდა.

გასულ კვირაში მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა და განაცხადა, რომ დაიწყება მოქმედი შეღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ პირველი ეტაპის დაწყების ზუსტი დრო – 27 აპრილი. სავარაუდოდ, შემდეგი ეტაპები ორკვირიანი ინტერვალით განხორციელდება.

© Sputnik / Konstantin Ivanovკორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
საქართველოში დღეიდან შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
ყველა ახალი ამბავი
0