11:46 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1195)
1123 0 0

საქართველოსთვის ავიამიმოსვლის აღდგენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაძლო ვადების შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია, მიიჩნევს პრემიერი

თბილისი, 25 აპრილი – Sputnk. დღეს ვერავინ იტყვის მსოფლიოში, როდის გაიხსნება საავიაციო მიმოსვლა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველომ თავისი საჰაერო სივრცე ყველა ავიაკომპანიისთვის დახურა 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის მოხსნამდე, რომელიც COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით გამოცხადდა.

პრემიერის თქმით, არსებობს რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელთა შესახებ არ არის საუბარი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში, მაგალითად ეს არის საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის და გეგმიური ოპერაციების აღდგენა.

„ეს ისეთი მსხვილი ელემენტებია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებენ ყოველდღიურ მობილობაზე და პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორი იქნება ეპიდემიის განვითარების მობილობა“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ამ სეგმენტების ჩასმა შეზღუდვების მოხსნის საწყის ეტაპებში, რომლებიც პარასკევს გაჟღერდა, შეუძლებელია.

„ზუსტად ასეა საჰაერო მიმოსვლა. დღეს ვერავინ გეტყვით მსოფლიოში, როდის გაიხსნება საავიაციო ბიზნესი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მივესალმებით, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, რადგან ტურიზმი ჩვენთვის არის განმსაზღვრელი“, - განაცხადა გახარიამ.

მთავრობა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ექვს ეტაპად გეგმავს. შეზღუდვები მოიხსნება ყოველ ორ კვირაში, ვირუსის გავრცელების და ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად.

27 აპრილიდან საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები არ იხსნება >>

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 711,5 ათას მგზავრს - იანვრიდან მარტამდე მგზავრთნაკადი ქვეყანაში 30%-ით შემცირდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1195)

მთავარი თემები