Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

Daily Express: ივანიშვილი ვირუსთან ბრძოლაში უდიდესი კერძო დონორია

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერის, ექს-პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში ასი მილიონი ლარი გადარიცხა.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ქართველი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში უდიდესი კერძო დონორი გახდა კორონავირუსთან ბრძოლაში, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Express.

საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში ასი მილიონი ლარი გადარიცხა. თანხა ფონდის ანგარიზე 8 აპრილს გადაირიცხა.

ქართული ვალუტა - Sputnik საქართველო
StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა მყისიერად 100 მილიონი ლარით გაიზარდა

„კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი ბიზნესმენი ყველაზე დიდი შემომწირველი გახდა კონკრეტული ქვეყნისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში. ამ მხრივ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა საქართველოს მთავრობის ფონდში #STOPCOV გადარიცხა ასი მილიონი ლარი (დაახლოებით 31,5 მლნ დოლარი). ეს საქართველოს ისტორიაში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული ყველაზე დიდი კერძო შემოწირულობაა“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე მოყვანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყანა ორ – ჯანდაცვისა და ეკონომიკის ფრონტზე იბრძვის. ფონდში შეკრებილი თანხა ამ მიმართულებით არსებული პრობლემების დაძლევას მოხმარდება.

Daily Express ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა დააფუძნეს ფონდი „ქართუ“ და სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებზე 3 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა გამოყვეს. თანხები ხმარდება სხვადასხვა პროექტებს - თეატრებისა და სპორტული ცენტრების მშენებლობიდან დაწყებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენით დამთავრებული.

პირბადე - Sputnik საქართველო
ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს ოთხი მილიონი პირბადე აჩუქა

ამჟამად საქართველო მთავრობის ფონდში მობილიზებულია 128,6 მილიონზე მეტი ლარი. ამ ფონდში მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სახელმწიფო ჩინოვნიკები და მმართველი პარტიის პოლიტიკური ელიტა სამი თვის განმავლობაში თავისი ხელფასის მესამედ გადარიცხავს.

Bloomberg-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება ამ დროისთვის 5,12 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 399 ადამიანი, გარდაიცვალა ოთხი, კარანტინში იმყოფება 4782, ხოლო სტაციონარებში ექიმები მეთვალყურეობის ქვეშ – 503 პირი.

ყველა ახალი ამბავი
0