„ქრისტე აღდგა“ - საქართველოს პირველი პირები მოსახლეობას აღდგომას ულოცავენ

© Sputnik / Alex Shlamovაღდგომა საქართველოში 2020 წელს
აღდგომა საქართველოში 2020 წელს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პირველი პირები ოჯახებთან ერთად მოსახლეობას ულოცავენ და ასევე სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობის მეთაური გიორგი გახარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საზოგადოებას აღდგომის დღესასწაულს ულოცავენ და კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის მადლობას უხდის.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოჯახთან ერთად მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საკუთარი სახლიდან მიულოცა და გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

„მინდა, თითოეულ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ გულისხმიერებისათვის, იმ მოთხოვნების გათვალისწინებისთვის, რაზეც ჩვენ გვიწევს საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისთვის, ჩვენთვის, ერთმანეთისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ ერთმანეთი ამ რთულ და მძიმე ვითარებაში“,- განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის საქართველოში 4500-ზე მეტი ჯარიმა გამოწერეს

თბილისის მერმა კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტის ოჯახს მიუსამძიმრა და მოსახლეობას წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სააღდგომო მილოცვაში აღნიშნა, რომ იესო ქრისტეს აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, განახლების და იმედის დღესასწაულია ყველა ქრისტიანისთვის და საზოგადოებას აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

„ქრისტემ ჩვენთვის, ადამიანის ცხოვრებით იცხოვრა, ცოდვების გარდა გაიზიარა ყოველივე, რაც ადამიანის ცხოვრებას შეადგენდა და საბოლოოდ ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვებისთვის. ამ ბრწყინვალე დღეს, მადლობა ვუთხრათ უფალს და ვილოცოთ მშვიდობისთვის, ერთმანეთის ჯანმრთელობისთვის, ჩვენი მშობლებისა და შვილებისთვის და გვიყვარდეს ყოველი ადამიანი, როგორც იესომ შეიყვარა ისინი ქრისტე აღდგა!“, – წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 18 აპრილისთვის >>

მთავრობის მეთაური, გიორგი გახარია მილოცვას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღესასწაულია. ჩვენ, ქართველებს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს. სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა განსხვავებულად გვიწევს, თუმცა, თითოეულ ჩვენგანში დღეს კიდევ უფრო ძლიერია რწმენა და იმედი, რომ ამ განსაცდელს მალე სიხარული მოჰყვება. დარჩი სახლში! და ერთმანეთზე ზრუნვით ვიზეიმოთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება. ქრისტე აღდგა!“ – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

სააღდგომოდ საქართველოში დიდი სუფრები იშლებოდა და სტუმრიანობა იყო. თუმცა წელს კორონავირუსის ეპიდემიის გამო აღდგომის აღნიშვნა ყველას მხოლოდ ოჯახის ვიწრო წრეში უწევს. ვირუსმა პლანეტის ყველა ადამიანის გეგმები შეცვალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0