Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის საქართველოში 4500-ზე მეტი ჯარიმა გამოწერეს

გამოწერა
21 მარტიდან 18 აპრილამდე ყველაზე მეტი ჯარიმა გამოწერეს კომენდანტის საათის დარღვევის გამო, რომელიც 31 მარტს ამოქმედდა

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების დღიდან 18 აპრილამდე პოლიციის თანამშრომლებმა 4500-ზე მეტი ჯარიმა გამოწერეს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 18 აპრილისთვის >>

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. ათი დღის შემდეგ ქვეყანაში დაწესდა კომენდანტის საათი, ხოლო 18 აპრილისთვის შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა - ნებართვის გარეშე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა. საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება.

პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: მადლობას ამჯერად უკვე ექიმები იხდიან

ყველაზე მეტი ჯარიმა გამოწერეს კომენდანტის საათის დარღვევის გამო. ამ პერიოდში 1500-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა.

მეორე ადგილზე მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევაა. 31 მარტიდან ამისათვის დაახლოებით 1200 ადამიანი დაჯარიმდა.

მესამე ადგილზე ჯერ ათ კაცზე  მეტი, შემდგომში კი, 31 მარტიდან - სამ კაცზე  მეტი პირის შეკრების აკრძალვის დამრღვევები არიან. ამის გამო 1100-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა.

დანარჩენი 725 ჯარიმა გადანაწილდა თვითიზოლაციის პირობების და ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვის დამრღვევებს შორის.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდა 30 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს. ასევე შესაძლებელია ჯარიმის გასაჩივრება, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 388-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 86 პირი >>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. იმ დღიდან 18 აპრილამდე კორონავირუსით 388 ადამიანი დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების აქტიური ფაზა დაიწყო. მხოლოდ ბოლო კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 155-ით გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0