09:43 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (894)
65 0 0

10 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 230-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი.

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

ზომების გამკაცრება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში Covid-19-ის პირველი შემთხვევა 53 წლის მამაკაცს 8 აპრილს დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას კორონავირუსი საკუთარი დისგან გადაედო, რომელიც, თავის მხრივ, ეროვნული ბანკის კლასტერთანაა დაკავშირებული.

„მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სამართალდამცველები ცაგერისა და ლენტეხის ადმინისტრაციულ საზღვრებზე მონიტორინგს გაუწევენ პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. ასევე საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ, ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვები განემარტება და საჭიროების შემთხვევაში მათ დაეხმარებიან.

10 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 230-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 54, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4908 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 429 პაციენტია.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (894)

მთავარი თემები