Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში ერთ დღე-ღამეში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ფაქტი გამოვლინდა

© photo: Ministry of Internal Affairs of Georgia / FBსაპატრულო პოლიციის ეკიპაჟი საკომენდანტო საათის დროს თბილისის ქუჩებში
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი საკომენდანტო საათის დროს თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 ათასი ლარით.

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პოლიციამ 9 აპრილის 21:00 საათიდან 10 აპრილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა.  

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრებისა და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 42 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 21 პირი დაჯარიმდა. გარდა ამისა, გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ფაქტი.

საგანგებო მდგომარეობის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით: ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარით და იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარით. ხელახალი დარღვევა კი სისხლის სამართლის დანაშაულია და დამრღვევს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

მთავრობის ცპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 230-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 52, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4908, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 430 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0