18:01 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (883)
131 0 0

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი მკურნალობს, მათგან შვიდს მძიმე ფორმის პნევმონია აქვს

თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა შიდა გავრცელებას არ უკავშირდება, ყველა შემოტანილია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტები თბილისის, ბათუმის და ქუთაისის კლინიკებში მკურნალობენ. მარტის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელება დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ ინფიცირებულმა არ იცის, სად და ვისგან დაინფიცირდა.

„ოთხივე შემთხვევაში წყარო ცნობილია. ეს არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა. აქედან ორი პაციენტი არის ბათუმში, ორი ჩვენთან. ერთი უკვე მოყვანილია, მეორე გზაშია. ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ არ ვიცით. ჩვენთან რომ შემოვლენ და ჩავატარებთ გაფართოებულ კვლევას, შემდეგ გვეცოდინება“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება შიდა გავრცელების შემთხვევებს, ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში სამი ასეთი პაციენტია.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი მკურნალობს, მათგან შვიდს მძიმე ფორმის პნევმონია აქვს.

„ამ შვიდიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ორი პაციენტი, რომელთანაც გარკვეულწილად დაავადება ჯერ პროგრესირებს, სტაბილურობა ვერ იქნა მიღებული. დანარჩენ ხუთში მიღებულია სტაბილიზაცია და იმედი გვაქვს, მალე დაიწყება გამოჯანმრთელების პროცესი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 37-მა პაციენტმა დაამარცხა.

ბათუმის კლინიკა „მედალფას“ ორი პაციენტის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. მისი თქმით, პაციენტები ერთი ოჯახის წევრები არიან.

„ინფიცირებულია 40 წლის დედა და მისი 10 წლის შვილი. ორივე შემთხვევა შემოტანილია. დედა-შვილი საქართველოში თურქეთიდან 4 აპრილს ჩამოვიდნენ. დღევანდელ დღემდე კარანტინზე იყვნენ. დღეს სიცხემ აუწიათ, რის შემდეგაც მათ გამოკვლევა ჩაუტარდათ“, - განაცხადა მიქელაძემ.

ამ დროისათვის დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ მხოლოდ ტემპერატურის მატება აღენიშნებათ. მისი თქმით, დაკვირვების ქვეშ ოჯახის სხვა წევრებიც არიან. ისინი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 16 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 შემთხვევა დაფიქსირდა, 51 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კარანტინში იმყოფება 4829, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ - 410 ადამიანი.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (883)

მთავარი თემები