Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ლენტეხსა და ცაგერში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

© photo : Irakli Garibashvili / FBბლოკპოსტი ქუთაისში
ბლოკპოსტი ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
9  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 214-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი.

თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. ლენტეხსა და ცაგერში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა და მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება, განაცხადა ჟურნალისტებთან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ.

სამხედროებმა ორი კვირის განმავლობაში 200 ათასზე მეტ ავტომობილს დეზინფექცია ჩაუტარეს>>

ზომების გამკაცრება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 53 წლის მამაკაცს გუშინ დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას კორონავირუსი საკუთარი დისგან გადაედო, რომელიც, თავის მხრივ, ეროვნული ბანკის კლასტერთანაა დაკავშირებული.

სამხედროები ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
საქართველოში, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს

ჯაფარიძის განცხადებით, რამდენიმე საათში გადაწყდება, სად განთავსდება ბლოკ-პოსტები.

„ჩვენ სასწრაფოდ დავნიშნეთ შტაბის სხდომა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრევენციული ღონისძიებების შესახებ. იმ სოფლებში, სადაც გავრცელების მაღალი რისკია, დაიწყება თერმოსკრინინგი, ასევე გაკეთდება გადაადგილების პუნქტები. შესვლა არ გამკაცრდება, ბლოკ-პოსტებზე მოხდება თერმოსკრინინგი და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა ინფიცირებულის ახლო კონტაქტების დასადგენად. გავრცელებული  ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცს 50-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, მათ შორის ლენტეხსა და ცაგერში.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
სვანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს ზომების შესაძლო გამკაცრების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში კლასტერების რაოდენობა იზრდება და, შესაძლოა, გადაწყდეს ზომების გამკაცრება არა მხოლოდ ცალკეულ რეგიონებში და, კერძოდ, ლენტეხში, არამედ მთელ ქვეყანაში. პრემიერის თქმით, არ არის გამორიცხული ასევე საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებაც.

9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 214-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 50, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4722 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 408 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა>>

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

ყველა ახალი ამბავი
0