18:28 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (905)
9610

პარტია „სოციალ დემოკრატების“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების დაბეგვრა  ყოველთვიურად დაახლოებით 50-60 მილიონი ლარის მობილიზებას გახდის შესაძლებელს

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. პოლიტიკურმა პარტიამ „სოციალ-დემოკრატები“ ხელისუფლებას მოსთხოვა განიხილოს მათი ინიციატივა, რომელიც მაღალ შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის დროებით სავალდებულო გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

24 მარტს პარტია გამოვიდა ინიციატივით, რომ მაღალ შემოსავლებზე დროებით შემოღებულ იქნეს სავალდებულო გადასახადი და მობილიზებული თანხები მოხმარდეს იმ ადამიანთა (ოჯახების) სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების უზრუნველყოფას, რომელთაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო საარსებო წყარო დაკარგეს.

პარტიამ მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანების დაბეგვრის ორი მოდელიც წარმოადგინა.

პირველი მოდელის თანახმად, 3000-დან 6000 ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანები 3000 ლარის ზემოთ შემოსავლის 20%-ს გადაიხდიან. 6000-დან 8000 ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანები 6000 ლარის ზემოთ შემოსავლის 30%-ს გადაიხდიან, ხოლო 3000-დან 6000 ლარამდე - 20%-ს. 8000 ლარის ზემოთ შემოსავლის მქონე ადამიანები, 8000 ლარის ზემოთ შემოსავლის 40%-ს გადაიხდიან.

მეორე მოდელის თანახმად კი 3000-დან 6000 ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანები 3000 ლარის ზემოთ შემოსავლის 10%-ს გადაიხდიან. 6000-დან 8000 ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანები 6000 ლარის ზემოთ შემოსავლის 20%-ს გადაიხდიან, ხოლო 3000-დან 6000 ლარამდე - 10%-ს. 8000 ლარის ზემოთ შემოსავლის მქონე ადამიანები კი 8000 ლარის ზემოთ შემოსავლის 30%-ს გადაიხდიან.

„სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანის განცხადებით, მათი ინციატივის განხორციელება ყოველთვიურად დაახლოებით 50-60 მილიონი ლარის მობილიზებას გახდის შესაძლებელს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, დღის წესრიგში დააყენოს ჩვენი ინიციატივის განხილვა საყოველთაო სავალდებულო შენატანის (გადასახადის) თაობაზე“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, „სოციალ-დემოკრატები“ მიესალმებიან ფონდი „ქართუს“ მიერ 100 მილიონი ლარის გადარიცხვას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში.

„ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობთ, რომ იგი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მიმდინარე კრიზისთან გამკლავების საქმეში. ამავე დროს მიგვაჩნია, რომ თანამემამულეებსა და ქვეყანაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა და მხოლოდ პასუხისმგებლობის აღებისა და შესაძლებლობების ფარგლებში თანამონაწილეობით მოხერხდება იმ რთული კრიზისის დაძლევა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა (სხვებთან ერთად) იმყოფება“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, არ შეიძლება საერთო საქმეზე პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ ერთ (ან რამდენიმე) ადამიანს.

„თუ დემოკრატიულ სახელმწიფოში გვინდა ვიცხოვროთ, თუ გვინდა, მონაწილეობა მივიღოთ საერთო საქვეყნო გადაწყვეტილებებში, შესაბამისი პასუხისმგებლობაც უნდა ვიკისროთ როგორც მოქალაქეებმა“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

გუშინ ახალი ტიპის კორონავირუს COVID-19-თან ბრძოლის ფონდში საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ", რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებელ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 100 მილიონი ლარი გადარიცხა.

StopCoV ფონდი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით 23 მარტს შეიქმნა. ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა.

საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2018 წელს 3000-დან 3500 ლარამდე ხელფასი 13 194 ადამიანს ჰქონდა; 3500-დან 4000 ლარამდე - 9 807 ადამიანს, 4 000-დან 8000 ლარამდე - 25 753 ადამიანს, 8 000-დან 12 000 ლარამდე - 5 530 ადამიანს; 12 000-დან 16 000 ლარამდე -კი 2 132 ადამიანს. საქართველოში ყველაზე მაღალი - 16 ათას ლარზე მეტი შემოსავალი ყოველთვიურად 3 681 ადამიანს, ანუ დასაქმებულთა 0,4%-ს უფიქსირდებოდა.
თემები:
COVID-19 საქართველოში (905)

მთავარი თემები