მთავრობისა და პარლამენტის წევრები კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხებს გადარიცხავენ

© photo: Sputnikირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი გათვლებით, 105 მაღალჩინოსანი - მინისტრები და პარლამენტის დეპუტატები ფონდში მომდევნო სამი თვის მანძილზე ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობის წევრები და პარლამენტის დეპუტატები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში მომდევნო სამი თვის მანძილზე ყოველთვიურად ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ.

გახარია: კორონავირუსთან ბრძოლა - ეს არის ომი უხილავ მტერთან >>

როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობაში 93 დეპუტატია, ამას დაემატება მთავრობის 12 წევრი - პრემიერ-მინისტრი და 11 მინისტრი. საერთო ჯამში საუბარია 105 ადამიანის ხელფასზე, აღნიშნა მან.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერის თვალით დანახული ანტიკრიზისული გეგმა

„საერთაშორისო შეფასებებით აღიარებულია, რომ „ქართული ოცნების“ ერთიანმა სახელისუფლებო გუნდმა მაქსიმალურად ეფექტურად გაართვა თავი ამ ეტაპზე ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს. მიუხედავად ამისა, პარტიაში არ წყდება დისკუსია იმის შესახებ, თუ რა დამატებითი წვლილის შეტანა შეუძლია პარტიას და მის თითოეულ წევრს ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლის საქმეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ დროისათვის კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 21 მილიონი ლარია აკუმულირებული. ქვეყნისთვის ასეთ რთულ დროს ფონდში თანხებს რიცხავენ როგორც ბიზნეს-კომპანიები, ისე რიგითი მოქალაქეები, რადგან ესმით, რომ მხოლოდ სახელმწიფო პანდემიას ვერ გაუმკლავდება.

ფონდის მიზანია – მთელი ამ თანხის ერთად თავმოყრა, რათა ის მიზანმიმართულად ყველაზე პრობლემური მიმართულებებზე გადანაწილდეს. პირველი მიმართულებაა - მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება.

საქართელოში ამ დროისათვის კორონავირუსი 131 ადამიანს გამოუვლინდა. აქედან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ყველა ახალი ამბავი
0