Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს მთავრობა აშშ-დან სპეცრეისით 79 ქართველ მოსწავლეს ჩამოიყვანს

© REUTERS / KATE MUNSCHთვითმფრინავის დეზინფექცია
თვითმფრინავის დეზინფექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკულ მხარესთან შეთანხმებით, ბავშვებს ჯერ დოჰაში, შემდეგ კი საქართველოში ჩამოიყვანენ. ქართველ მოსწავლეებთან ერთად 35 სომეხი მოსწავლეც იქნება.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnk. საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებმა ამერიკიდან სამშობლოში 79 ქართველი მოსწავლის ჩამოყვანის ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

რა ელოდებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირში ყოფნის ვადა ეწურებათ>>

სპეცრეისი 10 აპრილს შესრულდება. თვითმფრინავი აშშ-დან ჯერ კატარის დედაქალაქში დოჰაში დაჯდება, შემდეგ კი თბილისში ჩამოფრინდება. პრემიერის თქმით, ეს მარშრუტი ბავშვების მშობლებთან შეთანხმებულია.

აეროპორტი - Sputnik საქართველო
დავით ზალკალიანი: საგარეო უწყება უცხოეთში საქართველოს 2,4 ათასზე მეტ მოქალაქეს დაეხმარა

„ხვალ, 10 აპრილს შედგება რეისი აშშ-დან დოჰაში. ამ რეისის უზრუნველყოფას თავის თავზე იღებს ამერიკული მხარე, ხოლო დოჰადან თბილისში 79 არასრულწლოვანის, სკოლის მოსწავლეების საქართველოში ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სომეხმა კოლეგებმა მას ამავე რეისით ამერიკიდან 35 სომეხი მოსწავლის ჩამოყვანაც სთხოვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სამშობლოში უკვე ჩამოყვანილია საქართველოს 5 ათასზე მეტი მოქალაქე ჩინეთიდან, იტალიიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ბელარუსიდან, ნიდერლანდებიდან, ეგვიპტიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთიდან კიდევ რამდენიმე ავიარეისით დააბრუნებენ>>

16 აპრილს დანიშნულია რეისი პარიზი–თბილისი, 18 აპრილს – თელ-ავივი–თბილისი, 21 აპრილს – რომი–თბილისი. ასევე 24 აპრილს განხორციელდება რეისი თბილისი–ბარსელონა–თბილისი, 27 აპრილს – თბილისი–ვარშავა–თბილისი.

რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს. ბილეთის ფასია 199 ევრო.

ყველა ახალი ამბავი
0