Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

დავით ზალკალიანი: საგარეო უწყება უცხოეთში საქართველოს 2,4 ათასზე მეტ მოქალაქეს დაეხმარა

© Sputnik / STRINGERაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის საქართველოში უკვე დაბრუნდა 5 ათასზე მეტი მოქალაქე ჩინეთიდან, იტალიიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ბელარუსიდან, ნიდერლანდებიდან, ეგვიპტიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ქართველმა დიპლომატიურმა მისიებმა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში აუცილებელი დახმარება საქართველოს 2425-ზე მეტ მოქალაქეს აღმოუჩინეს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

ავიაკომპანია Georgian Airways - Sputnik საქართველო
ზალკალიანი: სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით ექვსი ავიარეისი შესრულდება

ზაკლალიანის განმარტებით, გაწეული დახმარება ითვალისწინებს საცხოვრებლით, საკვებით, ტრანსპორტით, მედიკამენტებით, სამედიცინო ონლაინ–კონსულტაციებით და სხვა საჭირო რეკომენდაციებით საქართველოს მოქალაქეების უზრუნველყოფას.

„ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენი თანამემამულეები ჩარჩნენ, პანდემიის დინამიკა იზრდება და საქართველოსთან შედარებით სიტუაცია მნიშვნელოვნად რთულია. ჩვენი დიპლომატები საქმეს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად აკეთებენ“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

ავსტრიაში საქართველოს საელჩომ საცხოვრებლითა და საკვებით საქართველოს 24 მოქალაქე ურუნველყო, რომლებიც ფაქტობრივად, ქუჩაში იყვნენ დარჩენილი. ბელარუსში კი ტექნიკური და მატერიალური დახმარება გაეწია 17 მოქალაქეს,  ბულგარეთში კი  217 ადამიანს.

„ჩვენ ბულგარეთიდან თანამემამულეების ავტობუსებით ტრანსპორტირებას ორგანიზება გავუწიეთ მაშინ, როდესაც საზღვრები ჩაკეტილი იყო და ჩემი პირადი ჩარევითა და მეზობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად ეს ადამიანები სამშობლოში ჩამოვიყვანეთ“, – განაცხადა ზალკალიანმა. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
შექმნილია ხელოვნური ვირუსი, რომელიც კორონავირუსულ ინფექციებს ბლოკავს

საქართველოს მოქალაქეებს საჭირო დახმარება გაეწიათ შემდეგ ქვეყნებში: გერმანია (303), საბერძნეთი (181), ესპანეთი (54), ეგვიპტე (13), იორდანია (18), იტალია (440), ლიეტუვა (15), ჩეხეთი (47), შვეიცარია (19), ყაზახეთი (3), უნგრეთი (6), სომხეთი (244), სლოვაკეთი (7), საფრანგეთი (64), ნიდერლანდები (45), პოლონეთი (285), მექსიკა (6), კატარი (6), აშშ (30), აზერბაიჯანი (20), კანადა (3), ბრაზილია (3).

ზალკალიანის სიტყვებით, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ საქართველოს წარმომადგენლობები თურქეთში – ანკარაში, სტამბულსა და ტრაპიზონში. ასევე აქტიურად მუშაობს საქართველოს საელჩო უკრაინაში – ოდესიდან მოქალაქეების ტრანსპორტირება საზღვაო გზით ხორციელდება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ და მეც, როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრები, საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით ექვსი ავიარეისი შესრულდება. 10 აპრილს განხორციელდება თბილისი–ლარნაკა–თბილისი, 12 აპრილს – ბერლინი-თბილისი და 14 აპრილს – ამსტერდამი-თბილისი. 16 აპრილს – პარიზი–თბილისი, 18 აპრილს თელ–ავივი–თბილისი, 21 აპრილს კი რომი–თბილისი. დამატებითი რეისები დაინიშნა ბარსელონასა (24 აპრილი) და ვარშავაში (27 აპრილი).

ამ დროისთვის საქართველოში უკვე დაბრუნდა 5 ათასზე მეტი მოქალაქე ჩინეთიდან, იტალიიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ბელარუსიდან, ნიდერლანდებიდან, ეგვიპტიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

ყველა ახალი ამბავი
0