Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ცერცვაძე: კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს

© Sputnik / Alex Shlamovთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში შიდა გადაცემის დაწყებიდან 20 დღის განმავლობაში ერთ დღეში 20-ზე მეტი შემთხვევა არ ფიქსირდება. შიდა გადაცემის სტადიისთვის ეს ძალიან მცირე მაჩვენებელია, მიიჩნევს ექიმი

თბილისი 7 აპრილი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-სა და 2000-ის ფარგლებში, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ექიმი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკი ორ-სამ კვირაში დადგება.

„ჩემი ვარაუდით, შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-სა და 2000-ის ფარგლებში. ჩემი პროგნოზით, პიკი ორი-სამი კვირის შემდეგ იქნება. ეს პიკი არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი და ეს პიკი შენარჩუნდება კიდევ ორი-სამი კვირის მანძილზე და დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ, ჩემი პროგნოზით, ეპიდემია წავა ქვემოთ. ისე, რომ საქართველო ამ უმძიმესი გამოწვევიდან მინიმალური დანაკარგით გამოვა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებში შიდა გადაცემამ ინფიცირებულთა ძალიან დიდი ზრდა გამოიწვია. რაც შეეხება საქართველოს, შიდა გადაცემის დაწყებიდან 20 დღის განმავლობაში ერთ დღეში 20-ზე მეტი შემთხვევა არ ფიქსირდება. შიდა გადაცემის სტადიისთვის ეს ძალიან მცირე მაჩვენებელია, აღნიშნა მან.

ცერცვაძის თქმით, საქართველოში ერთ დღეში ასზე მეტი შემთხვევა არ დაფიქსირდება.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 196-მდე გაიზარდა

„საქართველოში დადგა ე.წ მეოთხეული გადაცემის ეტაპი. ანუ, ინფექციის შიდა გადაცემის ეტაპი. ამის საწყისად ითვლება მარნეულის შემთხვევა. შეიძლება, მანამდეც იყო, მერეც იყო, მაგრამ ოფიციალურად ეს არის მარნეულის შემთხვევიდან. შიდა გავრცელება დაიწყო თუ არა მაშინვე, თქვენ ყველანი მოწმენი ხართ, მიღებულ იქნა მყისიერი ზომები, რომელიც პრინციპულად განსხვავდებოდა იმ საპასუხო ზომებისგან, რომელიც მანამდე იყო. მარნეულისა და ბოლნისის სრული იზოლირება მოხდა, კარანტინი. მთელი მოსახლეობა გამოვიკვლიეთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძემ ასევე განმარტა, რატომ არის საქართველოში ინფიცირებულთა არც ისე დიდი რაოდენობა. მისი თქმით, ეს უკავშირდება სახელმწიფო ვერტიკალის სწორ მოქმედებებს, რომელშიც შედიან ექიმები, ეპიდემიოლოგები, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მთავრობა.

მისი თქმით, ინფექციის გავრცელებითა და სიკვდილიანობით ევროპის 53 ქვეყანას შორის საქართველოს 50-ე ადგილი უკავია. მაგალითად, ლუქსემბურგს ჰყავს 2 ათასზე მეტი ავადმყოფი, მაშინ როდესაც მოსახლეობა სულ 300 ათას ადამიანს შეადგენს.

გიორგი გახარია: ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ >>

„მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებისა და სიკვდილიანობით უკავია 109-ე ადგილი და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება, ჩვენ ალბათ, არც ვიცით. ესაა ტროპიკული სახელმწიფოები, ისეთი სახელმწიფოები, სადაც ეს დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით და მითუმეტეს, მათგან მოწოდებული აღრიცხვა როგორია, არ ვიცით“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობამ ყველა არსებული რეკომენდაციის დაცვა უნდა გააგრძელოს.

წვეთოვანი - Sputnik საქართველო
ლევან რატიანი ინფიცირებულის „ყველაზე მძიმე დღეების“ შესახებ საუბრობს

„საქართველოს მოსახლეობამ მინდა იცოდეს, ევროპის და შესაძლოა, მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფოს მოსახლეობა არაა ასე დაცული, როგორც საქართველოს მოსახლეობაა დაცული ამ ინფექციისგან. იმ შემთხვევაში, თუკი, ვიღაც ავად გახდება და ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ ცოცხალი ადამიანები ვართ, მაშინ უკვე ექიმები ვკისრულობთ პასუხისმგებლობა, რომ მათი სიცოცხლე დაცული იყოს და ლეტალობის შემთხვევები ერთეულს არ გასცდეს, რასაც თავიდან ვერ ავიცილებთ“, - ხაზი გაუსვა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ეპიდემიის დასრულების შემდეგ საქართველო აღმოჩნდება მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე, რა დროსაც ისეთივე სოლიდარობაა საჭირო, როგორიც ეპიდემიის დროს იყო.

„72 წლის ვარ და არასდროს მინახავს საზოგადოების ასეთი სოლიდარობა. ასევე უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

პანიკა, ინფიცირების შიში და ცხოვრება პანდემიის შემდეგ: სასწრაფოს ექიმის მონათხრობი >>

7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 196-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 46, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4674 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 362 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0