Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პირბადეები და ანტისეპტიკური საშუალებები აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის

გამოწერა
აღნიშნული მისია, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანში ქართული დიასპორის თხოვნით განხორციელდა.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. აზერბაიჯანში ეთნიკური ქართველებით დასახლებული სამი რაიონის მოსახლეობას აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარიძემ საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეები და სხვა აუცილებელი სანიტარულ–ჰიგიენური საშუალებები გადასცა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს დახმარებას უწევს. 

112-ის ბრიგადა - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსისგან 39 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული აქცია კახის, ზაქათალისა და ბელაქანის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა. უწყების ცნობით, აღნიშნული მისია აზერბაიჯანში ქართული დიასპორის თხოვნით განხორციელდა. 

მოსახლეობას გადაეცა სხვადასხვა სახის სამედიცინო ინვენტარი, სანიტარულ–ჰიგიენური საშუალებები, ასევე საქართველოში დამზადებული სამედიცინო პირბადეები.

კახის რაიონში ზურაბ პატარიძის ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ყველა ადგილობრივი საავადმყოფო დაათვალიერა. დიპლომატმა მოინახულა მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ასევე შშმ პირები, რომელთაც პირველადი მოხმარების საგნები გადაეცათ.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან მოქმედი ოპერატიული შტაბის ცნობით, ქვეყანაში დღემდე დარეგისტრირებულია ინფიცირების 641 შემთხვევა. მათგან 44 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 გარდაიცვალა. ამჟამად საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 590 ინფიცირებული.

რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 195-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 46. გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4708, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0