საქართველოში კორონავირუსისგან 39 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გამოწერა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 188 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 2 ადამიანი, კარანტინში იმყოფება 5056 ადამიანი

თბილისი,  6 აპრილი  — Sputnik. საქართველოში კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა, ნათქვამია სპეციალურ საგანგებო ვებგვერდზე StopCov.

სასწრაფო დახმარების მანქანა გამოძახებაზე გასასვლელად მზადაა - Sputnik საქართველო
პანიკა, ინფიცირების შიში და ცხოვრება პანდემიის შემდეგ: სასწრაფოს ექიმის მონათხრობი

მანამდე ვებგვერდზე ინფორმაცია 36 გამოჯანმრთელებულის შესახებ ვრცელდებოდა.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 188-ს მიაღწია, გარდაიცვალა 2.

კარანტინში იმყოფება 5056 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა  გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0