რატომ არ დაესწრო კათოლიკოს-პატრიარქი წირვას – პირადი ექიმის განმარტება

© Sputnik / STRINGERსრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმის ცისანა შარტავას თქმით, უწმინდესს ოდნავ მაღალი წნევა ჰქონდა, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხარების დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას იმიტომ არ დაესწრო, რომ მას არტერიული წნევა ჩვეულზე ცოტა მაღალი ჰქონდა, განაცხადა მისმა პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ.

იმნაძე: დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით>>

7 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც ერთ-ერთია 12 ძირითად მართლმადიდებლურ დღესასწაულთა შორის.

„რადგან წინ საეკლესიო მსახურებით დატვირთული დღეებია, ამიტომ ჩვენი უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ დღეს მას დაესვენა. საპატრიარქოში დილით, 7 საათზე მსახურებას უწმინდესი დაესწრო, გუშინ საღამოს ლოცვაზეც ბრძანდებოდა“, – განაცხადა პატრიარქის ექიმმა.

სამების საპატრიარქო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა. წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა მღვდელმთავრებთან ერთად.

მეტეხის ეკლესია - Sputnik საქართველო
კომენდანტის საათი საქართველოში: შეიძლება თუ არა აღდგომის ღამე გავატაროთ ტაძარში

მეუფემ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა.

ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდაფეთქების გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი ამოქმედდა. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათიც მოქმედებს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ღვთისმსახურება, სასურველია, მრევლის გარეშე ჩატარდეს, თუმცა, მიუხედავად ამ რეკომენდაციებისა და სპეციალისტების მოწოდებისა, რომ მრევლმა სახლში ილოცოს, მორწმუნეები ეკლესიებში მაინც განაგრძობენ სიარულს.

ყველა ახალი ამბავი
0