21:53 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (905)
30 0 0

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს უცხოეთიდან ქვეყნის მოქალაქეების ეტაპობრივად დაბრუნებას.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს საელჩოებმა ბელარუსსა და ლიეტუვაში დროებითი საცხოვრებლითა და პირველადი დახმარების საგნებით უზრუნველყვეს მოქალაქეები, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლეს, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ავიამიმოსვლის ფონზე საქართველოს ათასობით მოქალაქე საზღვარგარეთ დარჩა. საქართველოს ხელისუფლებას თანამემამულეები სამშობლოში ეტაპობრივად ჩამოჰყავს.

„საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც პანდემიის გამო აღმოჩნდნენ რთულ ფინანსურ ვითარებაში, საელჩომ და ბელარუსში ქართულმა დიასპორამ უზრუნველყვეს დროებითი საცხოვრებლით, საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით... საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომელიც არსებული ვითარებიდან შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობის გამო დარჩა საცხოვრებლის გარეშე, საელჩომ უზრუნველყო დროებითი თავშესაფრით, საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ მარტის ბოლოს ავიაკომპანია „ბელავიამ“ შეასრულა ორი რეისი მინსკი–თბილისი და ერთი რეისი – მინსკი–ბათუმი.

„ასობით საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. ასევე საელჩოს დახმარებით მინსკი-ერევნის რეისებით საქართველოში ბელარუსიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 220-ზე მეტი მოქალაქე. ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ვილნიუსი-მინსკი-ერევნის რეისით საქართველოს 11 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. საელჩომ მოახდინა მათი ორგანიზებულად მიყვანა აეროპორტში და საკვებით მომარაგება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უცხოეთიდან მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებით კიდევ ორი ავიარეისი განხორციელდება>>

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობითა და შესაბისი უწყებების ძალისხმევით ამ ეტაპზე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 5000-ზე მეტი მოქალაქე.

თემები:
COVID-19 საქართველოში (905)

მთავარი თემები