Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

უცხოეთიდან მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებით კიდევ ორი ავიარეისი განხორციელდება

© photo: MFA of Georgia / FBდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას ჩარტერული რეისების შესახებ, რომლებიც კვირაში რამდენჯერმე ხორციელდება.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ქართული მხარე სპეციალური ავიარეისებით უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებას აგრძელებს და ამისთვის დამატებით კიდევ ორი ავიარეისი განხორციელდება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ფრენების განრიგი აპრილის დასაწყისში – რომელი ქვეყნებიდან შესრულდება რეისები საქართველოში

საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყდა. ფრენებს ახორციელებს კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს. საქართველოში დაბრუნებული ყველა მოქალაქე 14 დღით საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ.

„დღევანდელი ჩვენი კონსულტაციების შედეგად კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატება. 24 აპრილს და 27 აპრილს განხორციელდება თბილისი-ბარსელონა-თბილისის მიმართულებით და ასევე თბილისი-ვარშავის მიმართულებით. ეს ფრენებიც განხორციელდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესების შესაბამისად. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულია მიმდინარე წლის 26 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით განსახორციელებელი მიმართულებები. 10 აპრილის შემდეგ დამატებით ორი მიმართულება დაინიშნა: 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი და 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი.

7 აპრილს განხორციელდება ფრენა თბილისი-ათენის მიმართულებით, 10 აპრილს თბილისი-ლარნაკას მიმართულებით. ფრენების განრიგს ასევე დაემატება სამი ახალი მიმართულება. კერძოდ, 16 აპრილს – თბილისი-პარიზი-თბილისი, 18 აპრილს – თბილისი-თელ-ავივი-თბილისი, 21 აპრილს – თბილისი-რომი-თბილისი. 

აღნიშნული ფრენები, ისევე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა ავიარეისები, განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით, რაც ითვალისწინებს მგზავრთა განთავსებას ჭადრაკის დაფის პრინციპით, თითოეულ ბორტზე არაუმეტეს 120 მგზავრისა. ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროს ოდენობით.

ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას ჩარტერული რეისების შესახებ, რომლებიც კვირაში რამდენჯერმე ხორციელდება. სამშობლოში ამ დროისთვის ჩინეთიდან, იტალიიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ბელარუსიდან, ნიდერლანდებიდან, ეგვიპტიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 5 ათასზე მეტი ქართველი დაბრუნდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 188-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 386 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 36 ადამიანი, გარდაიცვალა ორი.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

ყველა ახალი ამბავი
0