Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ალექსანდრე მოწერელია: სენაკის და ზუგდიდის აგრარული ბაზრების დახურვა დროებითია

გამოწერა
სავაჭრო ობიექტების დაკეტვა მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირებას.

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik.  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამეგრელოში  აგრარული ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება ძალიან რთულად მისაღები იყო, განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში. 

ბაზარი - Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს მკაცრ რეკომენდაციებს აძლევს

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას სოციალური დისტანცია. თუმცა ბაზრებში ხშირად ფიქსირდება დარღვევები.

მოწერელიას თქმით, აგრარული ბაზრების დახურვა დროებითია და უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, ამასთან აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტებს შორის მოსახლეობის გადაადგილების შემცირებას შეუწყობს ხელს. სამეგრელოში დღეს სენაკის და ზუგდიდის ბაზრები დაიხურა.

„ჩვენ ვეცადეთ ამ ბაზრების ადმინისტრაციებთან კომუნიკაციის  შედეგად, მათ მიეღოთ და გაეთვალისწინებინათ ის სავალდებულო რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. სენაკის შემთხვევაში სრულად იქნა იგნორირებული ყველა მოთხოვნა და ჩვენ დავხურეთ იგი, ზუგდიდის ბაზარში კი გუშინ, პრაქტიკულად, უკონტროლო მდგომარეობა იყო და დღეს ზუგდიდის ბაზარიც დავხურეთ,“ - განაცხადა  მოწერელიამ.

გუბერნატორის განმარტებით, რაც შეეხება ფოთის ბაზარს, იგი ფუნქციონირებას აგრძელებს, რადგან ხდება ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ყველა რეკომენდაციის დაცვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფოთის ბაზრის ადმინისტრაციამ დაიწყო ფულის ნიშნების დეზინფექცია სადეზინფექციო ხსნარისა და ცხელი უთოს გამოყენებით.

ბაზრის შესასვლელთან მისული მომხმარებელი ნაღდ ფულს აბარებს, რომელსაც სპეციალისტები დეზინფექციას უტარებენ – მონეტები ანტისეპტიკურ ხსნარში მუშავდება, ხოლო ქაღალდის კუპიურები ცხელი უთოთი უთოვდება და ასე უბრუნდება მფლობელს.

გარდა ამისა, ბაზრის ყველა მომხმარებელს ტერიტორიაზე შესვლის წინ თერმოსკრინინგი უტარდება და ურიგდება ხელთათმანები. აუცილებელი პირობა დისტანციის დაცვაა. 

ბაზარში - Sputnik საქართველო
საქართველოს მასშტაბით აგრარული ბაზრები იხურება

აგრარული ბაზრები უკვე დაიხურა შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის, გურიისა და აჭარის რეგიონების ცალკეულ რაიონებში არსებული ბაზრები. ჯერჯერობით უცნობია, დაიხურება თუ არა თბილისის აგრარული ბაზრები.

6 აპრილის   მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 188-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 5056 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

20 მარტიდან საქართველოში დროებით დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი. მუშაობენ აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები, ზოომაღაზიები, საწყობები, აგრარული ბაზრები, ცხოველთა ბაზრები, სასუქის მაღაზიები, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები, ასევე ბენზინგასამართი სადგურები. გარდა ამისა, მუშაობს საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები, სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი სხვა საწარმოები, სამაცივრე მეურნეობები, ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები და დისტრიბუტორები, ვეტერინარული კლინიკები, ვეტაფთიაქები, ცხოველთა ფერმები, ლაბორატორიები.

 

ყველა ახალი ამბავი
0