19:31 15 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8829
  • 100 RUB4.4320
  • USD3.2040
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)
13520

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვირუსთან ბრძოლაში კლინიკებთან ერთად აქტიურად ჩაერთოს პირველადი ჯანდაცვაც, აღნიშნა პრემიერმა.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პირველადი ჯანდაცვა მზად იყოს – მართოს მსუბუქი შემთხვევები სახლში, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

გახარიას განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ე.წ. ცხელების კლინიკების მზადყოფნა.

„არის ახალი 18 შემთხვევა. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა და უკვე ინფიცირებულების საერთო რაოდენობა მიუახლოვდა 200-ს, არის 188. საბედნიეროდ, აქედან გვყავს გამოჯანმრთელებული 36 პაციენტი. თუმცა, ფაქტია ის, რომ ციფრები იზრდება. მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ ნელ-ნელა [გვქონდეს] პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა, ისევე, როგორც ცხელების კლინიკების ეფექტურობა“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში ამ დღეებში ამოქმედდა ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის სამსახური. „112“-ზე დარეკვით შესაძლებელია არა მხოლოდ რჩევის მიღება, არამედ ასევე ექიმთან ან სტაციონარში ვიზიტის დაგეგმვა. პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი მსუბუქ ფორმებში უვითარდებათ, სახლში იმკურნალებენ ექიმების დისტანციური ზედამხედველობით.

მასშტაბური დეზინფექცია – საქართველოში კორონავირუსს ებრძვიან>>

საქართველოში 6 აპრილს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ამ დროისათვის არის 188 ინფიცირებული, აქედან განიკურნა 36, გარდაიცვალა – 2, კარანტინშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)

მთავარი თემები