ანდრია ჯაღმაიძე: კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში

© Sputnik / STRINGERეკლესია
ეკლესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკანოზის თქმით, აღდგომის წინა პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, რომელზეც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში, თუმცა ჩვენ სააღდგომოდ ველოდებით, რომ სიტუაცია განიმუხტება, განაცხადა საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში. 

ილია მეორე - Sputnik საქართველო
საქართველოს საპატრიარქო ეკლესიების წინამძღვრებს ახალი რეკომენდაციებით მიმართავს

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათი ამოქმედდა. შესაბამისად, ქვეყანაში სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება. ერთ-ერთი შეზღუდვა სამ კაცზე მეტი პირის შეკრების აკრძალვაა.

მართლმადიდებელი სამყარო 19 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დღესასწაულია საქართველოში – ათასობით მორწმუნე აღდგომის ღამეს ტაძრებში ხვდება. მომავალი ორი კვირა მორწმუნეთათვის ყველაზე მნიშვნელოვანია – 7 აპრილს ხარებაა, 12 აპრილს – ბზობა, 17 აპრილს – წითელი პარასკევი.

„ჩვენ სააღდგომოდ არ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება – როგორ შევძლოთ მსახურება სრულფასოვნად, რომ მრევლთან ერთად აღესრულოს და ამავდროულად არ დაირღვეს კომენდანტის საათი. კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში, თუმცა ჩვენ სააღდგომოდ ველოდებით, რომ სიტუაცია განიმუხტება. უნდა შევხედოთ, რა ვითარება იქნება იმ დროისათვის“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ. 
მეტეხის ეკლესია - Sputnik საქართველო
კომენდანტის საათი საქართველოში: შეიძლება თუ არა აღდგომის ღამე გავატაროთ ტაძარში

დეკანოზის თქმით, აღდგომის წინა პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, რომელზეც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„მორწმუნემ მხედველობაში უნდა მიიღოს ის რეკომენდაციები, რაც ხელისუფლებიდან და ჯანდაცვის მესვეურთაგან მოდის. ეს ხალხი ნდობას იმსახურებს, იმიტომ რომ მათი მუშაობა ეფექტურია და შეგვიძლია ვენდოთ მათ. ჩვენ ხელისუფლებასთან ამაზე აუცილებლად გვექნება საუბარი – რა შეიძლება შევთავაზოთ ხელისუფლებას და რას შეიძლება ველოდოთ მათგან სიტუაციის მიხედვით“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ადრე საპატრიარქოში გადაწყდა, რომ 4 აპრილიდან წირვები ჩატარდება კომენდანტის საათის გათვალისწინებით და 20:00 საათიდან ეკლესიები დაიკეტება.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 188-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 36 ადამიანი, გარდაიცვალა ორი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5056, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 386 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0